3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:51-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 09:00-დან

მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.

ვერძი

შესანიშნავი დღეა დასვენებისთვის. არ ღირს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, დიდი ალბათობით, გაკეთებული არასწორი იქნება და დაპირებები - რთული შესასრულებელი. არსებობს ზედმეტი ხარჯვის რისკი.

კურო

შაბათს შეიძლება დაგაკლდეთ რომანტიკა. წინა პლანზე გამოდის ლოგიკა და ცივი გათვლა. ეს დაგეხმარებათ კონფლიქტების მოგვარებაში, რომლებიც დიდი ხანია არსებობდა ურთიერთობებში. საღამოს წარმატება შეგიძლიათ აღნიშნოთ რომანტიული პაემნით.

ტყუპი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღეს შეძლებთ დასვენებას - სახლთან და ნათესავებთან დაკავშირებით რამდენიმე გადაუდებელი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. შაბათი ტრანსფორმაციული დღეა სასიყვარულო და მეგობრული ურთიერთობები ახალ დონეზე გადადის.

კირჩხიბი

შაბათს არ უნდა ელოდოთ განსაკუთრებულ წარმატებას. დაღლილები ხართ გონებრივი სამუშაოთი და უმჯობესია, დღეს დაისვენოთ. რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ არის მშვიდი საღამო კარგი მეგობრების გარემოცვაში.

ლომი

დღეს საკმაოდ მიდრეკილი ხართ სიზარმაცისკენ, ამიტომ უმჯობესია დღე მთლიანად დასვენებას დაუთმოთ. ნუ მიიღებთ საბედისწერო გადაწყვეტილებებს.

ქალწული

შაბათს ინტელექტუალური საქმიანობა გელოდებათ. სასარგებლოა სწავლის დაწყება ან საქმის, რომელიც მოითხოვს გონებრივ მუშაობას. აიყოლიეთ საყვარელი ადამიანი.

სასწორი

შაბათს არ უნდა დაგეგმოთ პაემანი. ზოგადად, არ არის საუკეთესო დღე ადამიანებთან კომუნიკაციისთვის. გაცილებით ეფექტური იქნება დასვენების დღე დაუთმოთ საკუთარ თავს, გამოყოთ დრო სასეირნოდ, სპორტისთვის და თქვენი საყვარელი გატაცებისთვის.

მორიელი

თქვენი თვითშეფასება იზრდება და ფინანსური მდგომარეობაც გიუმჯობესდებათ. საყვარელ ადამიანთან კონსტრუქციული დიალოგი მაქსიმალურად პროდუქტიული იქნება.

მშვილდოსანი

როგორც წესი, ყველაფერში ლიდერის როლს ასრულებთ. მთავარია, ნათესავებსა და მეგობრებზე ზეწოლა არ მოახდინოთ. გამოავლინოთ ორგანიზაციული ნიჭი, საღამოს დაისვენეთ მეგობრების გარემოცვაში.

თხის რქა

საუკეთესოდ გაატარებთ დროს ოჯახთან ერთად. იდეალური დღეა შეკრებებისთვის, მოგზაურობისა და გართობისთვის მეგობრებთან ერთად, ქალაქგარეთ.

მერწყული

დღევანდელი დღე ქველმოქმედებასა და შემოქმედებითი იდეების განხორციელებას უნდა დაეთმოს. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ. იყავით მზრუნველი და მოსიყვარულე.

თევზები

გააკეთეთ ისეთი რამ, რაც დაგეხმარებათ თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში. საუკეთესო გზაა დაეხმაროთ ახლობელს ან მოუწყოთ რომანტიკული საღამო თქვენს საყვარელ ადამიანს.