კურო
გამოავლინეთ ორგანიზატორის ნიჭი და საქმეებს სათავეში ჩაუდექით. ყველაფერს მიაღწევთ და თანამშრომლებსაც კარგად უხელმძღვანელებთ. მთავარია, ლიდერის თვისებები ტირანისაში არ გადაგეზარდოთ.
ტყუპი
უამრავი იდეა დაგიგროვდათ და ყველას განხორციელება გსურთ. მაგრამ გაფრთხილდით, სიჩქარეში მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგრჩეთ. კარგი დღეა საოჯახო და პირადი საკითხების მოსაგვრებლადაც.
კირჩხიბი
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. საოჯახო ბიუჯეტის დასაგეგმავად. მუშაობისას ნუ აჩქარდებით, ჩამოწერეთ სამუშაო გრაფიკი, ყველაფერი კოლეგებთან ერთად განიხილეთ.
ლომი
კარგი დღეა საოჯახო და პირადი პრობლემების მოსაგვრებლად. მეტი ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს. საღამო საყვარელი ადმიანის გვერდით, მშვიდ გარემოში გატარეთ.
ქალწული
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. ნუ დაიტვირთებით ზედმეტი სამუშაოთი.
სასწორი
ენერგია დაწყებული საქმეების მოგვარებას მოანდომებთ. უფროსთან შეუთანხმებლად ახალ პროექტებს ნუ წამოიწყებთ. მოერიდეთ ფულისა და დროის ფლანგვას.
მორიელი
ყურადღებით შეავსეთ დოკუმენტები, განსაკუთრებით ფინანსურები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან.
მშვილდოსანი
მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახურ საქმეებს. განიხილეთ სარემონტო და სამშენებლო საკითხები. დაგეგმეთ ბიუჯეტი. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებასა და კამათს გარშემო მყოფებთან.
თხის რქა
კარგი დღეა კარიერული წარმატებისთვის. შეიძლება ახალი საქმიანობა ან სამსახური შემოგთავაზონ. ნუ იტყვით უარს, მიზანსწრაფულობითა და შრომისმოყვარეობით დიდ სიმაღლეებს დაიპყრობთ.
მერწყული
მცირე უსიამოვნებების გამო ხელს ნუ ჩაიქნევთ. გამოასწორეთ, გაითვალისწინეთ შეცდომები და გააგრძელეთ მუშაობა. აგრეთვე, ნუ აჩქარდებით, გახსოვდეთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.
თევზები
მოიწესრიგეთ ნერვული სისტემა. შეიქმენით კომფორტული გარემო და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ საქმეების შესრულებას. კარგად გაიაზრეთ რისი მიღწევა გსურთ, რისი შესაძლებლობა გაქვთ და ისე დაგეგმეთ მომავალი.