3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა ბინასთან, ოჯახთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. მოერიდეთ ფინანსური საკითხების წარმოებას და უფულობაზე წუწუნს.

ტყუპი

შეიძლება განმარტოება მოისურვოთ, მაგრამ ნათესავები და მეგობრები არ მოგისვენებენ. ამიტომ, მათ მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ, გაერთობით, ადამიანებს გაიცნობთ. ეს მარტო ყოფნაზე უკეთესია.

კირჩხიბი

არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიოთ ახლობლების კამათში და უფრო მეტიც, არ დაიჭიროთ რომელიმეს მხარე. თუ საქმეების გარჩევაში მაინც ჩაგითრიეს, დიპლომატიურად იმოქმედეთ და "ოქროს შუალედი" შეინარჩუნეთ.

ლომი

ერთდროულად რამდენიმე საინტერესო პროექტზე შემოგთავაზებენ მუშაობას. მართალია, რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, მაგრამ თუ მოახერხებთ, უარს ნურც ერთზე ნუ იტყვით.

ქალწული

თუ თქვენი ინტერესი სხვა ადამიანის ინტერესს არ ემთხვევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი მოსაზრება ჩხუბითა და მუშტებით უნდა დაამტკიცოთ. შეგიძლიათ ურთიერთობა დიპლომატიურად მოაგვაროთ ან სიტუაციას გაეცალოთ.

სასწორი

თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ, კითხებით გულს ნუ გაუწყალებთ. დაკითხვამ შეიძლება კამათში გადაიზარდოს

მორიელი

დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოხვდებით რთულ სიტუაციაში, მაგრამ მაქსიმალურად ეცადეთ მოთოკოთ ემოციები და გარშემო მყოფებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, თქვენმა ნათქვამმა სიტყვამ გული არავის ატკინოს. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კრიტიკისგანაც.

თხის რქა

დღეს შეგიძლიათ მიღწეული შედეგით დატკბეთ. კარგად შესრულებულმა სამუშაომ კი მატერიალური მდგომარეობა გამოგისწოროთ.

მერწყული

თავაზიანი და მშვიდი საუბრით უფრო მეტს მიაღწევთ, ვიდრე ჩხუბითა და მოთხოვნებით. ეს რჩევა პირადი ურთიერთობების მოგვარებისასაც გახსოვდეთ და საქმიანი შეხვდერების დროსაც.

თევზები

გულთან ახლოს ნუ მიიტანთ იმას, რაც თქვენ გარშემო ხდება. არ მიაქციოთ ყურადღება გარშემო მყოფთა კრიტიკას. მოერიდეთ ახლობლებთან დისკუსიებსა და კამათში ჩართვას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით