3 მაისს დაბადებულ ადამიანს მაღალი თანამდებობის დაკავებისას გადამეტებული სიმკაცრე ახასიათებს

3 მაისს დაბადებულ ადამიანს მაღალი თანამდებობის დაკავებისას გადამეტებული სიმკაცრე ახასიათებს

ისტორიული წყაროების მიხედვით, მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე, ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც... და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესატყვისება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.

  • როგორია 3 მაისს დაბადებული ადამიანი

3 მაისს დაბადებული ადამიანები, ძალიან კარგად გრძნობენ სოციუმის ინტერესებს, ამიტომ ისინი დაბადებიდან შესანიშნავი გუნდური მოთამაშეები არიან და ხშირად იკეთებენ შესანიშნავ კარიერას. თუმცა მაღალი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, გადამეტებული სიმკაცრეც ახასიათებთ, რაც ხშირად ხდება უთანხმოების მიზეზი ხელქვეითებთან.