კურო
დღეს გავლენიანი ადამიანების გაცნობის შანსი მოგეცმათ, რომლებიც მომავალში საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან.
ტყუპი
საქმეების შესრულებისას ყურადღებისა და მოთმინების გარდა იმპროვიზაციისა და სპონტანურად მოქმედების შესაძლებლობაც უნდა გამოავლინოთ. ეს თქვენი წარმატების მთავარი გასაღებია.
კირჩხიბი
კარგად შესრულებული სამუშაოსთვის მატერიალური ჯილდო გეკუთვნით. აგრეთვე კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ხელფასის მომატებაზე დასალაპარაკებლად.
ლომი
ნუ იქნებით ზედმეტად ემოციური, რაც საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვაში შეგიშლით ხელს. კარგი დღეა სპორტული და აზარტული თამაშებისთვის. სასიყვარულო ურთიერთობის მოსაგვარებლად.
ქალწული
დღეს მეტად დაკვირვებულად მოგიწევთ მუშაობა, რადგან საქმე ციფრებს, ინფორმაციებისა და დოკუმენტების შესწავლა–დახარისხებას შეეხება. ეცადეთ, ნაყოფიერად იმუშაოთ, რადგან დრო და ენერგია ტყუილად არ დახარჯოთ.
სასწორი
კარგი დღეა მგზავრობის, საყიდლებისა და სასიყვარულო ურთიერთობის გასავითარებლად. ზოგიერთს კი სასიამოვნო ნაცნობობა ელის.
მორიელი
ეცადეთ, თქვენ მიერ ნათქვამმა სიტყვამ, ფრაზამ ურთიერთობა არ გაგიფუჭოთ გარშემო მყოფებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტი კოლეგასთან ან ნათესავთან გარდაუვალი იქნება.
მშვილდოსანი
დღეს ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან ერთად გონებამახვილობაც უნდა გამოავლინოთ. გამორიცხული არაა, ზოგიერთმა გამოცდა მოგიწყოთ. ზოგიერთს კი შემოწმება, კომისია ეწვიოს.
თხის რქა
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი რთული სიტუაციიდანაც არსებობს გამოსავალი. მთავარია, თავად შეძლოთ სიტუაციის განმუხტვა იუმორით. საკუთარ თავზე ნურავის გააცინებთ, თავად დასცინეთ სიტუაციას.
მერწყული
ნუ აღლდებით თუ საკუთარი მისამართით კრიტიკის მოსმენა მოგიწევთ. ეცადეთ დამშვიდდეთ და კრიტიკოსები საქმის გამოსასწორებლად დაიხმაროთ.
თევზები
დღეს გარშემო მყოფებისა და განსაკუთრებით საყვარელი ადამიანის თანადგომითა და ხელშეწყობით უამრავ საქმეს მოაგვარებთ და ბევრ სასიამოვნო ემოციასაც მიიღებთ.