3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს მოიმატებს კომუნიკაბელურობა. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად, კოლეგებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო მგზავრობა.

ტყუპი

ახალი იდეები და საქმეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. ზოგიერთი პროექტის განხორციელება მომავლისთვის გადადეთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ახლობლებთან და საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი

ახლობლები მზრუნველობითა და ყურადღებით გაგანებივრებენ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ.

ლომი

პარტნიორებთან შეთანხმებულად იმუშავეთ. ერთად საქმესაც ადვილად გაუმკლავდებით და მხიარულადაც იქნებით. ზოგიერთს დაწინაურება, ზოგს ხელფასის მომატება ელის.

ქალწული

აქტიური და მიზანმიმართული ხართ. დღეს დაწყებული ყველა საქმე წარმატებით განხორციელდება. რომანტიკული შეხვედრა დაუვიწყარი იქნება.

სასწორი

კარგი დღეა სწავლისა და ბიზნესის გასაფართოებლად. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მორიელი

დილით დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლობლებთან და საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსანი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და უფროსთან. მათთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო გართობისთვის.

თხის რქა

წარმატება გელით სამსახურის საქმეებში. გარშემო მყოფებში აიმაღლებთ რეპუტაციას. მიზნის მიღეევაში დაბრკოლებები არ გელით, გაბედულად იმოქმედეთ.

მერწყული

საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად საღამომდე შეინარჩუნებთ მხიარულ განწყობას. კარგი დღეა კაპიტალდაბანდებისა და საქველმოქმედო საქმიანობისთვის.

თევზები

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ფული შეიძლება საჩუქრადაც მიიღოთ. გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო. საღამოს ოჯახის წევრებს შინაურული დღესასწაული მოუწყვეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით