ავტორი:

3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:48-ზე, მთვარე თევზებშია

თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.

ვერძი: თუ უფრთხილებით საკუთარ რეპუტაციას, მოერიდეთ საეჭვო საქმიანობაში, მაქინაციაში გახვევას. უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო ნუ იჩხუბებთ საყვარელ ადამიანთან.

კურო: იყავით მეგობრული გარშემო მყოფებისდამი. ყური დაუგდეთ უფროსის, ექიმის, მშობლების მითითებებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე - გამოცდილი ადამიანების რჩევებს.

ტყუპი: არ გაართულოთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან. არ გირჩევთ დაწყებული საქმეების მიფუჩეჩებას. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი ყურადღება გმართებთ.

კირჩხიბი: დღეს ფსიქოლოგის თვისებებს გამოავლენთ, სხვანაირად დაინახავთ გარშემო მყოფებს და ზოგიერთს დაეხმარებით სირთულეების გადალახვაში. მოერიდეთ ავანტიურას, თუნდაც სხვებისთვის სიკეთის გაკეთების მიზეზით.

ლომი: ნუ მისცემთ თავს უფლებას, რომ უმნიშვნელო შეწინააღმდეგებამ წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. მკვეთრად რეაგირებთ მეგობრების ხუმრობაზეც კი და გააკონტროლეთ საკუთარი თავი.

ქალწული: გაფრთხილდით, რომ არ გაცივდეთ. აკონტროლეთ პრეპარატების მიღების დოზა. ზოგიერთი გადაწყვეტთ მანქანის შეძენას ან მართვის მოწმობის აღებას.

სასწორი: ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და კონკურენტებიც. კამათში არ გირჩევთ არც ერთი მხარის დაჭერას. საღამო მეგობრებათ ერთად სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.

მორიელი: ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ კონფლიქტს, ეცადეთ, მშვიდად გაერკვეთ სიტუაციაში. მიმართეთ თქვენი ენერგია ბინის კეთილმოწყობაზე, მხიარულებაზე, ოჯახის წევრების განებივრებაზე.

მშვილდოსანი: შეამცირეთ დატვირთვა. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. მოერიდეთ სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციებს. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს ან სხვა მათრობელა საშუალებებს.

თხის რქა: მოერიდეთ ორიგინალურობას და ექსპერიმენტებს. ჩვეული საქმეები შეასრულეთ და გარშემო მყოფების რჩევებიც გაითვალისწინეთ. დაკვირვებით აწარმოეთ ფინანსური ოპერაციები.

მერწყული: სამსახურის საქმეებზე ისე ხართ გადართული, რომ საოჯახო ვალდებულებები გადაგავიწყდათ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. მცირე კინკლაობაც კი შეიძლება დიდი უსიამოვნებით დასრულდეს.

თევზები: თამამი ნაბიჯები დიდი დაკვირვებით უნდა გადადგათ. თუ ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღეთ, საქმე დაასრულეთ. საკამათო სიტუაციები მშვიდად განიხილეთ და მოაგვარეთ. მკურნალობის დროს დააკვირდით წამლის დოზას, არ გადააჭარბოთ.