3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა ცხოვრების, სახლის, საკუთარი თავის გასალამაზებლად. არ გაგიკვირდეთ, თუ გარშემო მყოფები დღეს რჩევისთვის მოგმართავენ.

ტყუპი

დღე შემოქმედებით საქმიანობას, რომანტიკულ შეხვედრებს დაუთმეთ. კარგი დღეა მასაჟისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს.

კირჩხიბი

კარგი დღეა ურთიერთობის აღსადგენად, როგორც საყვარელ ადამიანთან, ასევე მეგობრებთან და კარგ ნაცნობებთან. დღეს მოულოდნელ და სასიამოვნო საჩუქრებს მიიღებთ.

ლომი

აქტიური და ენერგიული ხართ. დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. კარგი დღეა ნათესავებთან და ახლობლებთან შესახვედრად.

ქალწული

მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. კარგი მასაჟი. ადამიანები, რომლებთანაც არ გსურთ საუბარი, თავად დაგანებენ თავს, როცა თქვენი სახის გამომეტყველებას ნახავენ. დღეს მოერიდეთ ალკოჰოლსა და გაეცალეთ კონფლიქტურ სიტუაციებს.

სასწორი

ინიციატივა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიჩინეთ, როცა დარწმუნებული იქნებით საკუთარ შესაძლებლობაში. ემოციურად დაძაბული დღეა. ნაზი გრძნობები შეიძლება აგრესიაში გადაინაცვლოს და პირიქით.

მორიელი

დასვენების მიუხედავად, შეიძლება ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდეთ. ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან. დღეს ისე დაისვენებთ, რომ საყვარელ ადამიანთანაც შეამცირებთ კონტაქტს.

მშვილდოსანი

თავისუფალ რეჟიმში მოგიწევთ მუშაობა. შუა დღის შემდეგ კი არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. კარგი დღეა მეგობრებთან, კლასელებთან შესახვედრად.

თხის რქა

დილა საქმეებით გექნებათ დატვირთული. საღამო კი საკუთარ თავს მიუძღვენით. მეგობრებთან შეხვედრა კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. დღეს ვინმესთან გაჯიბრება სიკეთეს არ მოგიტანთ.

მერწყული

დაფიქრდით, რამდენი ხანია არ დაგისვენიათ?.. დღეს საშუალება მოგეცემათ მთელი დღე საკუთარ თავს დაუთმოთ. მხოლოდ მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან, საქმეების გარჩევას.

თევზები

დღეს ყველასგან დასვენება, განმარტოება მოგინდებათ, მაგრამ დაკისრებულ მოვალეობას ვერსად გაექცევით. საღამოსაც საქმეებში გაატარებთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით