3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს არ გაგიჭირდებათ ლიდერის თვისებების გამოვლენა და თანამშრომლების შეგულიანება საერთო, საკეთილდღეო საქმის შესასრულებლად. ეცადეთ, თავადაც იმუშაოთ და არ იზარმაცოთ.

ტყუპი

კარგი დღეა ახალი იდეების განსახორცელებლად. აგრეთვე, საოჯახო და პირადი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.

კირჩხიბი

კარგი დღეა ვალის გასასტუმრებლად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. სამომავლოდ, შემოსავალი ისე გადაანაწილეთ, რომ ვალის აღებამ არ მოგიწიოთ.

ლომი

კარგი დღეა გარშემო მყოფებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. აგრეთვე საყვარელი ადამიანისთვის სიურპრიზის მოსაწყობად, მისთვის სურვილების ასასრულებლად.

ქალწული

ნუ ჩაერთვებით დისკუსიებში და მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციაში ჩაბმას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე და სანამ არაფერს გითხავენ, არავის გამოეპასუხოთ.

სასწორი

ახალი საქმეების დასაწყებად შეიძლება ენერგია არ გეყოთ. ამიტომ, უმჯობესია, დაწყებულები დაასრულოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ დეტალებს.

მორიელი

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. აგრეთვე, კოლეგებთან ახალი პროექტების განსახილველად. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი

სამსახურის საქმეების პარალელურად, თქვენგან გაორმაგებულ ყურადღებას მოითხოვს საოჯახო საქმეები. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს. დაეხმარეთ პრობლემების დაძლევაში.

თხის რქა

დღეს დაწყებული საქმეები, უფროსთან გაუმჯობესებული ურთიერთობა, მომავალში ხელფასის მომატებას ან კარიერულ ზრდას გპირდებათ. არ იზარმაცოთ.

მერწყული

ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შეიძლება ყველა დასახული პროექტი დღესვე ვერ განახორციელოთ, მაგრამ ეტაპობრივად ყველაფერს საუკეთესოდ მოაგვარებთ.

თევზები

როგორც კი საკუთრ სურვილებსა და შესაძლებლობებში გაერკვევით, გაგიადვილდებათ დასახულო მიზნებისთვის ბრძოლა. თუ მოინდომებთ, გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით