ოქტომბერი თანამედროვე კალენდრით მეათე, ხოლო ძველრომაული კალენდრის მიხედვით მერვე თვეა. მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის (ლათ. Octo – რვა). ასტროლოგიური კუთხით ოქტომბრის თვეს ორი ზოდიაქოს ნიშანი “იყოფს“ – ჰარმონიული, სილამაზის და ესთეტიკის მოყვარული სასწორი და დესტრუქციული, პრინციპული და რთული მორიელი, რომელიც სხვათა შორის ზოდიაქოს მერვე ნიშნად გახლავთ მიჩნეული, რაც სრულიად შეესიტყვება ოქტომბრის ძველრომაულ პერსონიფიკაციას. ზოგადად რვიანი ხომ ტრანსფორმაციისა და გარდასახვის ენერგეტიკის მქონე რიცხვად გახლავთ მიჩნეული ნუმეროლოგიაში.
3 ოქტომბერს დაბადებული ადამიანები უზომოდ ემოციურები და სენსიტიურები არიან. მათ კარგად ესმით სხვათა გასაჭირი, აფასებენ ტრადიციებს და ყოველთვის პატივს სცემენ ასაკოვანი ადამიანების მოსაზრებას. თუმცაღა, პერიოდული ზედაპირულობა, რომელიც ამ ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, შესაძლებელია მათთვის პრობლემების სათავე გახდეს. ამიტომ მეტი დაკვირვება და კორექტულობა უნდა ისწავლონ ცხოვრებაში.