ავტორი:

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 17:12-ზე, მთვარე თხის რქაშია

რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.

ვერძი: კარგი იქნება, თუ მიუბრუნდებით ადრე დაწყებული საქმეების მოგვარებას. არ გირჩევთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან და განსაკუთრებით - უფროსთან. ნუ გაჩერდებით სამსახურში გვინობამდე.

კურო: ახალ საქმიანობასთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. ჩაერთეთ კონკურსებსა და შეჯიბრებაში. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი: შეხვედრებისა და მიმოწერის დღეა. თქვენი მმართველი პლანეტა მერკური გამოვიდა რეტროგრადული სვლიდან და გამარჯვების მეტი შანსი გეძლევათ. დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები. გაიუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლო ნათესავებთან.

კირჩხიბი: დილიდან შეიქმენით პოზიტიური განწყობა, დღეს ბევრი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. მოერიდეთ ემოციების გამოვლენას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისას.

ლომი: საქმიანი პარტნიორების მიმართ მეტი დაკვირვება გმართებთ. ყველას ნუ ენდობით, ნუ ანდობთ ფულს, ინფორმაციას. არც ფსევდომეგობრები გაიჩეროთ გვერდით.

ქალწული: ახალი საქმეების დაწყების დღეა. იყავით მიზანმიმართული. დაარეგულირეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. წარმატება გელით ბიზნესსაქმიანობაში. მოერიდეთ მათ, ვისაც თქვენი გაკრიტიკება უყვარს.

სასწორი: უამრავი საშუალება და შანსი გამოგიჩნდებათ, რომ განვითარდეთ, წარმატებას მიაღწიოთ. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ საოჯახო საკითხების მოგვარებას. საღამო თქვენთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.

მორიელი: დახმარებაზე უარი არავის უთხრათ, მაგრამ სხვების გასაკეთებელს თავად ნუ გააკეთებთ. ახალ საქმიან შემოთავაზებებს იმ შემთხვევაში დათანხმდით, თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ.

მშვილდოსანი: ახალი შესაძლებლობები მოგეცემათ. იყავით მეტად თამამი და მიზანმიმართული. აგრეთვე, დაკვირვებულიც. საღამო საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ. ეცადეთ, მეტად რომანტიკული იყოთ.

თხის რქა: ფინანსური საკითხების მოგვარების დღეა. დაფიქრდით იმაზეც, რაში ხარჯავთ ფულს. მოგინდებათ ახლის შესწავლა. ნუ გადაიღლებით ფიზიკურად. საღამო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას.

მერწყული: დაფიქრდით, რა უნდა მოიმოქმედოთ კარიერული წინსვლისთვის; რა პროგრამები უნდა აითვისოთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბათ უცხოელთან.

თევზები: საუკეთესოდ გაუმკლავდებით ვალდებულებებს. კარგი დღეა წარსულის შეცდომების გამოსასწორებლად. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. საღამო გამოითავისუფლეთ რომანტიკული შეხვედრისთვის.