3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. არ გირჩევთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.

ვერძი

ნუ მოგერიდებათ სხვებისთვის საკუთარი ნიჭის დემონსტრირება, გაუზიარეთ მათ საინტერესო იდეები: ეს ყველაფერი დაგეხმარებათ კარიერის წინსვლაში და უფროსების ყურადღების მიქცევაში. არსებობს დამატებითი შემოსავლის ან ფინანსური წახალისების მიღების შესაძლებლობა.

კურო

დღეს რამდენჯერმე მოგიწევთ გეგმების შეცვლა. გარემოებები არ მოგცემთ საშუალებას, რომ ყველა ჩანაფიქრი განახორციელოთ. გირჩევთ, არ დაარღვიოთ წესები, გამორიცხოთ რისკები სამუშაოსა თუ ექსპერიმენტებში. არ დაგავიწყდეთ შესვენება.

ტყუპი

ინტუიცია დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სერიოზული შეცდომები და პრობლემები. გამოიყენეთ კრეატიული მიდგომა, იმოქმედეთ ორიგინალურად, მაგრამ უნდა იცოდეთ როდის შეჩერდეთ. პრობლემებისადმი რეალისტური მიდგომა საშუალებას მოგცემთ მოაგვაროთ ისინი პროდუქტიულად და სწრაფად.

კირჩხიბი

დღე დატვირთული და ნაყოფიერია. უნდა გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები, იყავით აქტიურები და შესთავაზოეთ თქვენი შემოქმედებითი იდეები გავლენიან ადამიანებს. თუ თქვენს კოლეგებს დახმარება სასჭირდებათ, არ გაატაროთ. დაუთმეთ დრო თქვენი სამუშაოს ხელახლა შემოწმებას.

ლომი

გარშემო მყოფებს თქვენი მხარდაჭერა და რჩევა დასჭირდებათ. ამაზე უარი არ თქვათ, მაშინ ისინიც მოვლენ თქვენს დასახმარებლად რთულ ვითარებაში. ახალი ნაცნობები სასიამოვნო იქნება და თვითშეფასებას აგიმაღლებთ. აქტიური მუშაობა გამოიწვევს დაძაბულ სიტუაციებს: მოერიდეთ მწვავე კომენტარებს, შეიკავეთ თავი.

ქალწული

დღეს რისკზე წასვლამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები. აირჩიეთ ის, რაც ყველაზე კარგად გესმით და გადადეთ რთული ან ახალი კითხვები სხვა დროისთვის. ეცადეთ არ დაარღვიოთ დადგენილი წესები, მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას.

სასწორი

თქვენს მუშაობაში შეცდომებისა და არასწორი გამოთვლების თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ მუშაობის სტანდარტული მეთოდები, შეამცირეთ რისკები და უჩვეულო გადაწყვეტილებები. დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანია თვითდისციპლინა და პასუხისმგებლობა. ახლობლებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ, მეტი დრო გაატარეთ მათთან ერთად.

მორიელი

დაეხმარეთ საყვარელ ადამიანებს, დააყენეთ მათი საჭიროებები თქვენზე მაღლა. მეგობრობა კოლეგებთან ურთიერთობაში და შეუპოვრობა სამსახურში დაგეხმარებათ დაწინაურებაში. კამათში ან დისკუსიაში არ მოახდინოთ ზედმეტი ზეწოლა თქვენს ოპონენტებზე; პატივი ეცით სხვა ადამიანების აზრს.

მშვილდოსანი

დღეს შეარჩიეთ თქვენი კომპანიისთვის ოპტიმისტი ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან საინტერესო იდეების განხორციელებაში. თქვენი წარმატება დიდწილად ამაზეა დამოკიდებული. ეცადეთ, აგრესიული ადამიანებისგან შორს იყოთ, რათა არ გაიფუჭოთ განწყობა.

თხის რქა

დღეს ჩვეულებრივზე მეტი დრო უნდა დაუთმოთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. შესაძლოა, მოულოდნელმა ხარჯებმა დაგაზარალოთ. აქტიური კომუნიკაცია დაგეხმარებათ მეგობრების პოვნაში, ხოლო ახალი საქმიანი კავშირები ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ ზრდას.

მერწყული

დღევანდელი დღის მკაფიო გეგმა დაეხმარებათ ნაყოფიერად იმუშაოთ და მოახერხოთ ბევრი მნიშვნელოვანი საქმის დასრულება. თუმცა მოემზადეთ სიურპრიზებისთვის, რამაც შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. საღამოს კონტაქტები შეამცირეთ და განმარტოებით დაისვენეთ.

თევზები

დღეს საუკეთესო იდეა იქნება, შეამციროთ თქვენი აქტივობა და დააკვირდეთ რა ხდება გვერდიდან. ბევრი პრობლემა მოგვარდება თქვენი მონაწილეობის გარეშე. ნუ განაწყენდებით საყვარელ ადამიანებს: დღეს გაგიჭირდებათ ახლობლებთან ურთიერთგაგების პოვნა და ურთიერთსაყვედურების თავიდან აცილება. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა.