კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად.
გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან.
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.
არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა.
მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას.
კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ.
ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის.
შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში.
სიყვარულისა და სექსისთვის იდეალური დღეა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი ეგოისტია. საკუთარი მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევს.
მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას.
თმის შეჭრას არ გირჩევთ.
ამ დღის ქვებია: სარდიონიქსი და მწვანე ნეფრიტი.
მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 8:53
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე მორიელში
მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
ამ დღეს რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი.
მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.