კურო - პატარ-პატარა წარმატებები და სიხარულები გელით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. დღეს მიხვდებით, რომ ახლობლებს თქვენთან ყოფნა სიმშვიდეს ანიჭებთ.
ტყუპი - მხოლოდ უსიამოვნებებზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას, გარშემო პოზიტიური და სასიამოვნოც ბევრი ხდება. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან. დაკვირვება გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას.
კირჩხიბი - გადახედეთ საქმეებს გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
ლომი - დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. ჩამოწერეთ მომავლის იდეები და გეგმები. შეიძლება გადაგედოთ საქმიანი შეხვედრები. მოერიდეთ დაპირისპირებას ოჯახის წევრებთან.
ქალწული - განდევნეთ თქვენგან ნეგატიური ადამიანებიც და სიტუაციებიც. მეგობრებთან ერთად გართობა და დროის მხიარულად გატარება გელით.
სასწორი - დღეს გარშემო მყოფებისთვის ფსიქოლოგი გახდებით. ყველას თქვენთვის მოუნდება გულის გადაშლა და რჩევის მიღება. პასუხები და გამოსავალი ერთად, საუბრისა და მსჯელობის შემდეგ გამოიტანეთ.
მორიელი - საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და მნიშვნელოვან ინფორმაციებსაც მოიპოვებთ. ზოგიერთს ახალი ვალდებულებები დაგემატებათ, რის გამოც დღის განრიგის შეცვლა მოგიწევთ. კარგი დღეა ექსპერიმენტებისთვის.
მშვილდოსანი - გარშემო მყოფების უტიფარ ქცევას ნაკლები ყურადღება მიაქციეთ მტკიცედ მოითხოვეთ ის, რაც გეკუთვნით. ზოგიერთი ცხოვრებისეულ გაკვეთილს მიიღებს.
თხის რქა
- გაფრთხილდით, ემოციებს აყოლილმა შეცდომები არ დაუშვათ. შეიძლება გარშემო მყოფების თავაზიანობა და მზრუნველობა გადამეტებული მოგეჩვენოთ.
მერწყული - ოპტიმისტურად განეწყვეთ, ყველა საქმეს მარტივად და დროულად დაასრულებთ. კარგი დღეა ახლის შესასწავლად, თვალსაწიერის გასაფართოებლად.
თევზები - შეიძლება აღადგინოთ საქმიანი კონტაქტი ყოფილ პარტნიორთან ან რომანტიკული კავშირი - ძველ შეყვარებულთან. ნუ გაბრაზდებით და ნუ გაიბუტებით თუ ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც გინდოდათ.