შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 15:39-ზე, მთვარე 02:40-ზე გადავა მშვილდოსანში
ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. სხვა დღისთვის გადეთ ქორწინება და ნიშნობა. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
ვერძი: პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრებით და ბუნებაში დაისვენებთ. მიეფიცხეთ მზეს.
კურო: მშვიდად და გააზრებულად იმოქმედეთ. არ გირჩევთ ემოციების გამოხატვას განსაკუთრებით უცხოების თანდასწრებით. საღამო ბავშვებთან ერთად მხიარულად გაატარეთ.
ტყუპი: გარშემო მყოფები აფასებენ თქვენს იდეებს, მოსაზრებებს. ჯგუფში მუშაობა კარგად გამოგიდით, მაგრამ ხანდახან ლიდერის თვისებებიც უნდა მოირგოთ.
კირჩხიბი: კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად, ჰობისთვის. მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ ადგილას გამგზავრება, საოჯახო ალბომისთვის ფოტოების გადაღება.
ლომი: საუკეთესო დღეა ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ დასასვენებლად. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.
ქალწული: თავადაც ბევრი იდეა გაქვთ, მაგრამ დღეს შეიძლება ახლობლებმა მიგახვედრონ, რა გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. ჯანსაღად იკვებეთ და სწორად ივარჯიშეთ.
სასწორი: ახლობლების განებივრება მოგინდებათ გემრიელობით, ლამაზი ნივთებით. იყავით მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ.
მორიელი: მარტოხელებმა მიმოიხედეთ და დაინახავთ ადამიანს, ვინც გაფასებთ და თქვენ გვერდით ყოფნა სურს. დაწყვილებულებს გულახდილი საუბარი გელოდებათ, რაც გააძლიერებს თქვენს გრძნობებს ერთმანეთისადმი.
მშვილდოსანი: თავგადასავლები და მხიარულება გსურთ. იყავით დაკვირვებული, მეგობრების მიმართ. დღეს გაიგებთ ვინაა თქვენი ერთგული და ვინ გამორჩენის გამოა თქვენ გვერდით.
თხის რქა: საინტერესო შემოავაზებას მიიღებთ. თქვენ კარგი შემსრულებელი ხართ და პირველ რიგში ფინანსური საკითხები გაარკვიეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.
მერწყული: მოერიდეთ გაურკვევლობებს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. ნუ ეცდებით შუამავლის როლის შესრულებას მოკამათეებს შორის. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
თევზები: მოგინდებათ ლამაზი და ძვირფასი ნივთების შეძენა საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის. შეიძლება შეგეცვალოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, კონკრეტულ სიტუაციაზე. საყვარელი ადამიანის ჭირვეულობას მშვიდად შეხვდით.