3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 21:21-ზე, მთვარე კუროშია 18:05-დან

საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობა. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.

ვერძი

იღბლიანი დღეა ვერძისთვის. წარმატებულები იქნებით ყველა თქვენს მცდელობაში, ამიტომ ისარგებლეთ მშვენიერი შესაძლებლობებით, რომლებსაც ბედი გიგზავნით. სურვილები, რომლებიც არ საჭიროებს საფუძვლიან მომზადებას, დღეს შეიძლება დაიწყოს ახდენა.

კურო

დღე კარგია დასვენებისთვის. მთავარია, იყოთ ყურადღებიანი თქვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ. არ იოცნებოთ და ყურადღება არ გადაიტანოთ უმნიშვნელო საქმეებზე. იზრუნეთ ფინანსურ საკითხებზე.

ტყუპი

დღის პირველი ნახევარი უფრო შესაფერისია სამუშაოსთვის და მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. ეცადეთ, დილით დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები ან მოლაპარაკებები. საღამოს შესაძლებელია ურთიერთობებში გარკვეული სირთულეები და მცირე უსიამოვნებები.

კირჩხიბი

შეეცადეთ დაიჯეროთ საკუთარი თავის და იყოთ უფრო მიზანმიმართული. დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სწრაფად მოგიწევთ. თუ მეგობრები ან ნათესავები საქმიან წინადადებას შემოგთავაზებენ, აუცილებლად დათანხმდით. შესაძლებელია მნიშვნელოვანი შეხვედრა განსაკუთრებულ ადამიანთან.

ლომი

დღე შესაფერისია არსებული სიტუაციის გასაანალიზებლად, გეგმების მოწესრიგებისთვის და ახალი მიზნების მოსაძებნად. თავს ნუ მოიტყუებთ, შეხედეთ სიტუაციას პრაქტიკულად. სჯობს აქტიური ქმედებები გადადოთ, რათა სერიოზული შეცდომები არ დაუშვათ. შეეცადეთ არ იყოთ მარტო: თქვენ გჭირდებათ მხარდაჭერა.

ქალწული

დღეს თქვენი ენერგეტიკული ველი გარდაიქმნება და განახლდება. ამიტომ, მშვიდად გაატარეთ დღე, იფიქრეთ იმაზე, რაც ნამდვილად გსურთ, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. ახალი იდეები დაგებადებათ და იფიქრეთ მათ განხორციელებაზე.

სასწორი

გააჩერეთ ყველაფერი და გაატარეთ დღე რაც შეიძლება მშვიდად და კომფორტულად. გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც დადებითად გაგრძნობინებთ თავს. ნუ იტყვით უარს მოსაწვევებზე, ახალ ნაცნობებსა და მოულოდნელ პაემნებზე. სახლის მოწესრიგება და კარადის დალაგება თავდაჯერებულობას შეგძენთ.

მორიელი

დღეს გარანტირებული გაქვთ გარშემო მყოფების ყურადღება და მხარდაჭერა. არ შეგეშინდეთ თქვენს გეგმებზე საუბრისა და საინტერესო იდეების გაზიარება: თქვენს თანამოსაუბრეებს შორის შეიძლება იყვნენ გავლენიანი და ავტორიტეტული ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი მიზნების მიღწევაში.

მშვილდოსანი

დღეს მოგიწევთ ბევრი დრო დაუთმოთ სხვადასხვა ადამიანთან საუბარს, კომუნიკაციას და შეხვედრას. ამის გამო კი მოგიწევთ საკუთარი გეგმების შეცვლა და საქმეების გადადება. ნუ შეგეშინდებათ ვინმესთვის უარის თქმის. შეინარჩუნეთ პირადი სივრცის საზღვრები. მოაწესრიგეთ თქვენი პირადი ურთიერთობები.

თხის რქა

კონცენტრირდებით ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, გაგიჭირდებათ იმის გაკონტროლება, რაც ხდება გარშემო. თქვენი ენერგია მაღალ დონეზეა, მაგრამ გეგმების ნაყოფიერად განსახორციელებლად მკაფიო გეგმა გჭირდებათ. შეეცადეთ თავი აარიდოთ რთულ ან უსიამოვნო თემებზე საუბარს.

მერწყული

ცვლილებების სურვილი გაგიჩნდებათ. დამატებითი პასუხისმგებლობები ან აქტივობები შესაძლოა პრობლემად იქცეს, რადგან გაგიჭირდებათ მათთან გამკლავება. უფრთხილდით სარისკო საქმიანობას ან ფინანსურ ტრანზაქციებს, რომლებშიც არ ხართ დარწმუნებული: შეიძლება ძალიან ბევრი დაკარგოთ.

თევზები

გამძლეობა და შეუპოვრობა დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში, თუმცა ამას დიდი ძალისხმევა და დრო დასჭირდება. დღეს შესაძლოა მოგიწიოთ ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვა გაფუჭებულის შესაცვლელად. გვირჩევთ გააკონტროლონ ხარჯები და არ გასესხონ ფული.