3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სიახლეებს მშვიდად უნდა შეხვდეთ და ყველა დეტალს ყურადღება მიაქციოთ. დღეს ყველაფერი დაგეგმეთ, მაგრამ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. საქმიანი შეხვედრები სხვა დროისთვის დანიშნეთ.

ტყუპი

თუ მიღწეულზე არ გაჩერდებით, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. დღეს შეიძლება თქვენი იდეით, პროექტით გავლენიანი ადამიანები მოიხიბლონ და დაგასპონსორონ.

კირჩხიბი

ენერგიული და მებრძოლი ხართ. სიახლეებს ადვილად გაუმკლავდებით. თუ შეფერხდებით, დახმარებას ახლობლები გაგიწევენ.

ლომი

საქმეებით დატვირთული დილა გელით. სამაგიეროდ, საღამოს თქვენი სურვილით ან წიგნით ხელში გაატარებთ, ან მეგობრებთან ერთად.

ქალწული

არ დაგავიწყდეთ და არ დააგვიანოთ საქმიან შეხვედრაზე. საღამოს უფრო აქტიური იქნებით და უამრავ საკითხს მარტოც კარგად მოაგვარებთ.

სასწორი

დახმარებას ოჯახის წევრები და ნათესავები გაგიწევენ და კიდევ, ყველაფერი გულთან ახლოს ნუ მიგაქვთ.

მორიელი

გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. შეიძლება ზოგიერთი გმირობის ჩადენაზეც კი შეაგულიანოთ. საღამოს სასიამოვნოდ გაატარებთ ან მეგობრის გვერდით ან ოჯახის წევრებთან ერთად.

მშვილდოსანი

ჩანაფიქრის განხორციელებაში ახლობლები დაგეხმარებიან. მეტი პატივისცემით მოეპყარით მშობლებს და დააფასეთ ოჯახური ტრადიციები.

თხის რქა

ნებისმიერ ცვლილებას მშვიდად უნდა შეხვდეთ. დღეს შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები.

მერწყული

რაც უფრო კეთილგანწყობილი იქნებით გარშემო მყოფების მიმართ, მით მეტ დადებით ემოციას მიიღებთ. საღამოს საინტერესო ამბებს შეიტყობთ.

თევზები

არ დაუშვათ, რომ საკუთარი კეთილდღეობისთვის, პირადსაც ეხება ეს და სამსახურებრივ საქმეებსაც, სხვები დააზარალოთ. დიდხანს მაინც ვერ შეინარჩუნებთ წარმატებას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით