კურო
დღეს შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ ან ისეთი ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, ვინც ფინანსურად უზრუნველგყობთ. მთავარია, არ აჩქარდეთ და ყურადღებით იმოქმედოთ.
ტყუპი
გადახედეთ წარსულში შესრულებულ სამუშაოს, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. ამით, გამოცდილებასაც შეიძენთ და მომავალში შეცდომებისგანაც დაიზღვევთ თავს.
კირჩხიბი
სამსახურის საქმეების, კოლეგებთან კონფლიქტებისა და ურთიერთპრეტენზიების გამო პირად ცხოვრებაშიც შეგექმნებათ პრობლემა. ეცადეთ, ერთი სფერო მაინც გქონდეთ დალაგებული.
ლომი
ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, რადგან წვრილმანი გაუმართაობის გამო საქმეები არ გაგიფუჭდეთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ფინანსურ დოკუმენტებზე მუშაობისას.
ქალწული
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. კრედიტის მისაღებად, კაპიტალდაბანდებისთვის. რომ არ მოტყუვდეთ, მაქსიმალურად ყურადღებით იმოქმედეთ.
სასწორი
საინტერესო ადამიანთან შეხვედრა და საუბარი გელით. ბევრ რამეზე ”აგეხილებათ თვალი”. ეცდეთ, ამ ადამიანთან ეს შეხვედრა უკანასკნელი არ გახდეს.
მორიელი
დღეს გარშემო მყოფთათვის რჩევა-დარიგებების, მითითებების გაცემა მოგინდებათ. ეცადეთ, მაქსიმალურად კორექტული იყოთ.
მშვილდოსანი
უამრავი იდეა და გეგმა დაგიგროვდათ განსახორციელებელი. ჩამოყალიბდით, რომლით ჯობია დაწყება და იმოქმედეთ. ეცადეთ, გარშემო მყოფების მიმართ მაქსიმალურად გულისხმიერი იყოთ.
თხის რქა
დღეს უამრავი საქმის მოგვარება, კითხებზე პასუხების გაცემა მოგიწევთ. დაეხმარეთ გარშემო მყოფებს პრობლემების მოგვარებაში. ეცადეთ, დაძაბული სიტუაციები იუმორით განმუხტოთ.
მერწყული
კარგი დღეა საყიდლებისთვის. შეიძლება ისეთ ნივთს გადააწყდეთ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. ახალი საქმეების დაწყებამდე რჩევა სპეციალისტებს ჰკითხეთ.
თევზები
პირადი ან სამსახურის საქმეების მოსაგვარებლად მგზავრობა მოგიწევთ. შინაგანი დაძაბულობის მიუხედავად, მხიარული მგზავრობა და საქმეების მოგვარება გელით.