3 თებერვალს წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ეზოთერიკულად დატვირთული მოვლენა – სავსემთვარეობა გველოდება. ამჯერად მთვარე ლომის ზოდიაქოში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დადგა დრო, მოვიხსნათ ნიღბები და ხმამაღლა განვაცხადოთ საკუთარი თავის შესახებ.
ლომი მზის, სინათლისა და თავდაჯერებულობის სიმბოლოა. ეს სავსემთვარეობა მოგვცემს ენერგიას, ვიყოთ უფრო თამამები, ექსპერიმენტული და არ შეგვეშინდეს კრიტიკის. ბევრს გაუჩნდება სურვილი, რადიკალურად შეცვალოს სტილი, იმიჯი ან ცხოვრებისეული ხედვა.
ასტროლოგები გვირჩევენ, ამ პერიოდში ცოტათი "ნარცისებიც" ვიყოთ: შევაქოთ საკუთარი თავი, აღვნიშნოთ მიღწევები და თებერვალი თავის მოვლით – სპა პროცედურებით, იოგით ან სასიამოვნო საჩუქრებით დავიწყოთ.
რას უქადის 3 თებერვლის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს:
ვერძი:
თქვენი შემოქმედებითი და რომანტიკული ცხოვრება წინა პლანზე წამოიწევს. დაუბრუნდით ძველ გატაცებებს – ამან შესაძლოა მოულოდნელი შემოსავალი მოგიტანოთ. მოერიდეთ კამათს და გულახდილად ესაუბრეთ პარტნიორს თქვენს საზღვრებზე.
კურო:
ყურადღება ოჯახსა და ემოციურ სიმშვიდეზე გადავა. დროა, დაემშვიდობოთ ოჯახურ ქცევის მოდელებს, რომლებიც თქვენს თვითშეფასებას თრგუნავს. კარგი დროა ძველ მეგობრებთან შესახვედრად.
ტყუპები:
ეს პერიოდი გონებრივი "ნაგვისგან" გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. იყავით მაქსიმალურად გულწრფელი საკუთარ თავთან. თებერვლის დასაწყისი რომანტიკასა და ვნებას გპირდებათ, შესაძლოა მნიშვნელოვანი შემოთავაზებაც მიიღოთ.
კირჩხიბი:
თქვენთვის ფინანსური ნაკადები იხსნება. სამსახურში მოსალოდნელია წინსვლა, კოლეგები კი თქვენგან მაგალითს აიღებენ. პირად ცხოვრებაში ნუ ჩაახშობთ გრძნობებს სხვების მოსახიბლად – იყავით პრინციპული.
ლომი:
ეს თქვენი გარდასახვის მომენტია! დაინახავთ, თქვენი პიროვნების რომელი ნაწილები ჩამოყალიბდა სხვების მოთხოვნით და რას გრძნობთ რეალურად. გაინებივრეთ თავი საჩუქრებით და გადით ბუნებაში.
ქალწული:
ინტუიცია და სიზმრები ამ პერიოდში განსაკუთრებით გამძაფრდება. ნუ აიღებთ ყველა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. მიეცით საშუალება პარტნიორს, თავად დაგეგმოს რომანტიკული საღამო.
სასწორი:
მეგობრული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები სავსემთვარეობის ეპიცენტრშია. გადახედეთ თქვენს გარემოცვას – ვინ გექაჩებათ უკან? კარიერაში გელით მომგებიანი პროექტების ტალღა.
მორიელი:
თქვენი რეპუტაცია და საჯარო იმიჯი ყურადღების ცენტრშია. მკაფიოდ დააფიქსირეთ თქვენი სურვილები, თუმცა პარტნიორთან იყავით დელიკატური. კონფლიქტები ახლა სრულიად ზედმეტია.
მშვილდოსანი:
თებერვალი მიზნების მიღწევის ჟინს გაგიღვიძებთ. შესაძლოა გამოჩნდეს თქვენი ნაშრომების გამოქვეყნების ან ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგომის შანსი. არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა!
თხის რქა:
ცოტათი მოადუნეთ კონტროლი – ეს თქვენი მთავარი გამოცდაა. ისწავლეთ სხვების მოსმენა და იყავით უფრო გულახდილი ურთიერთობებში. გადაწყვეტილებების მიღება ამჯერად სხვას მიანდეთ და დაისვენეთ.
მერწყული:
ტრანსფორმაციისა და გადატვირთვის პერიოდი სწორედ 3 თებერვლიდან იწყება. ახალი შესაძლებლობები ყველა მხრიდან გამოჩნდება. მთავარია პრიორიტეტების სწორად განაწილება.
თევზები :
ლომის ენერგია თქვენს შემოქმედებით ნიჭს ფრთებს შეასხამს. გაგიჩნდებათ შთაგონება შექმნათ რაიმე გრანდიოზული, რაც ლიდერის პოზიციას დაგიმკვიდრებთ. ნუ გაურბიხართ ახალ ნაცნობობას.