3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

საქმიანი შეხვედრები კარგ შედეგებს მოგიტანთ, პირადი – კამათისა და უსიამოვნებების გარეშე ვერ ჩაივლის. სიფრთხილე გმართებთ, ავარიულად საშიში დღეა. კარგი დღეა ინფორმაციების მისაღებად, საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად.

ტყუპი

მოერიდეთ სარემონტო სამუშაოების დაწყებას, განსაკუთრებით ელექტროობის გამოცვლას. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც საქმეების დაწყებისა და გაგრძელების საშუალებას მოგცემთ. თუმცა, ყველაფერი მაინც კარგად გაანალიზეთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები. დღეს შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხები მიიღოთ.

ლომი

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ კეთდება, მოერიდეთ კონფლიქტს და სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ. შეიძლება ახლობლის დახმარებამ მოგიწიოთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. პირად ცხოვრებაში მეტი მოთმინება გმართებთ.

ქალწული

ნუ ააჩქარებთ მოვლენებს, მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. მოერიდეთ უფროსთან შეხვედრას და მით უმეტეს კამათს. ეცადეთ, პრობლემები დამოუკიდებლად მოაგვაროთ.

სასწორი

სასიამოვნო მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. გააზრებულად და დაფიქრებულად იმოქმედეთ. კარგ შედეგებს მოგიტანთ მოლაპარაკებები.

მორიელი

კონკურენტების შეცდომები თქვენ გამარჯვების შანსს მოგცემთ, მაგრამ ძალიან ნუ გათამამდებით. ყურადღებით და გააზრებულად იმოქმედეთ, გადაამოწმეთ ყველა დეტალი. მოერიდეთ ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას.

მშვილდოსანი

ეცადეთ, გატაცების გამო ხელიდან არ გაუშვათ საქმეების მოგვარების რეალური შანსი. არ გადადოთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. მოერიდეთ პროვოკაციებს და შინ დროზე დაბრუნდით.

თხის რქა

შეიძლება ყველაფერი ისე არ მოგვარდეს როგორც ჩაიფიქრეთ, მაგრამ გარშემო მყოფთა მხარდაჭერა შეუძლებელს შეგაძლებინებთ. კარგად უნდა გათვალოთ ყოველი ნაბიჯი და სასურველია, გარშემო ერთგული ადამიანები შემოიკრიბოთ.

მერწყული

დღის პირველ ნახევარში შეხვედრები, ზარები, ინფორმაციის მოძიება–გაანალიზება გელით. კარგად გაიაზრეთ ახალი შემოთავაზებები და ისე გაეცით პასუხი. დაუმეგობრდით კონკურენტებს, "ჩაიხედეთ მათ კარტებში".

თევზები

ნუ ააჩქარებთ მოვლენებს; ნუ აიღებთ ინიციატივას საკუთარ თავზე. მშვიდად იმოქმედეთ, მოერიდეთ ავანტიურას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით