კურო
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. ზომიერება გმართებთ კვებაში. ალკოჰოლზე კი უარი თქვით.
ტყუპი
სიყვარულის, მიტევების დღეა. კარგი დღეა ლოცვისა და წმინდა ადგილების მოსანახულებლად. ბავშვებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.
კირჩხიბი
პირად ურთიერთობაში ჰარმონია სუფევს. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო და სამსახურებრივი საქმეების მოგვარებას. თქვენი შრომა და სიბეჯითე დაფასდება.
ლომი
მეტად დაისვენეთ, გაისეირნეთ ბუნებაში, ნუ დაიტვირთავთ თავს ზედმეტი საქმეებით. ფინანსური დანაკარგი შეიძლება ნერვიულობის მიზეზი გახდეს.
ქალწული
სიფრთხილე გმართებთ ახალ საქმეებში, ადგილებში მგზავრობისას. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას ნათესავებთან. გაუფრთხილდით კუჭს.
სასწორი
წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის დღეს უნდა აგოთ პასუხი. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. კარგი დღეა მეგობრული და სასიყვარულო შეხვედრებისთვის.
მორიელი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ნათესავებთან. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
მშვილდოსანი
ახალგაცნობილებთან კი არა, ძველ, გამოცდილ პარტნიორებთან გმართებთ ახალი საქმეების დაწყებაც და წვეულებების მოწყობაც.
თხის რქა
დღეს დაგეგმილი მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დღისთვის გადადეთ. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
მერწყული
დღეს სწრაფად უნდა იმოქმედოთ და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. იკვებეთ ხილითა და ბოსტნეულით.
თევზები
სიბრძნისა და მოთმინების დღეა. რჩევა ჰკითხეთ გამოცდილ ადამიანებს, უფროსებს. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ბავშვები და საყვარელი ადამიანი. ნუ გაფლანგავთ ფულს.