სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 09:49-ზე, მთვარე სასწორშია
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, სამეცნიერო სამუშაოსთვის. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
ვერძი: სამსახურში შეიძლება ახალი საქმეები, ვალდებულებები დაგემატოთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბავს საყვარელ ადამიანთან, ნუ იკამათებთ წვრილმანების გამო.
კურო: ჩაერთეთ ახალ პროექტებში; მოგინდებათ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. გაისეირნეთ საყვარელ ადგილებში.
ტყუპი: საქმიანი და მეგობრული შეხვედრების დღეა. ყურადღებით შეავსეთ საბუთები, გააფორმეთ ხელშეკრულებები. დაკვირვებული იყავით მგზავრობისას.
კირჩხიბი: ნუ ენდობით მათ, ვინც ბევრს გპირდებათ, შეიძლება საერთოდ არაფერი შეგისრულოთ. საღამო გაატარეთ შვილების გვერდით; ერთად დაგეგმეთ მათი მომავალი.
ლომი: იყავით მომართული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია მომსახურების სფეროსთან, გამოგიჩნდებიან ახალი კლიენტები.
ქალწული: იყავით მომართული ახალი საქმეების დაწყებაზე. დაიწყეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე ზრუნვა. კარგი დღეა გავლენიან ადამიანებთან შესახვედრად. გააცანით მათ თქვენი იდეები.
სასწორი: მშვიდად შეასრულეთ ვალდებულებები. მოერიდეთ აგრესიულად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. დააკვირდით ვინ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში და რა ინფორმაციას მიიღებთ.
მორიელი: გააქტიურდით, ახალი საქმეების დაწყების დღეა, აქტიურად ჩაერთეთ სოციალურ პროექტებში. ოცნებების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. საღამოს შეხვდით მეგობრებს.
მშვილდოსანი: გააქტიურდით, მიზნების განსახორციელების შანსი მოგეცემათ. საქმიანი შეხვედრების დროს მეტად გამოავლინეთ ერუდიცია და დიპლომატიურობა.
თხის რქა: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. ერთად უკეთეს შედეგებს მიაღწევთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლადაც. დაიცავით თქვენი უფლებები.
მერწყული: მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბავს საქმიან პარტნიორებთან. უმჯობესია, კარგი მსმენელი და შემსრულებელი იყოთ. ყველას მოუსმინეთ, თქვენი მოსაზრებები ჯერ არ გაახმოვანოთ.
თევზები: ჩაერთეთ ახალ პროექტებში, გაერკვიეთ დეტალებში. ყურადღებით გააფორმეთ ახალი ხელშეკრულებები. საღამო საყვარელი ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.