ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:48-ზე, მთვარე თევზებში გადავა 17:56-ზე
კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
ვერძი
ემოციურად რთული დღეა. შეგიძლიათ გაღიზიანდეს და ინერვიულოთ ყველა წვრილმანზე. უფრო მშვიდად უნდა იყოთ სხვების კომენტარებთან მიმართებაში, გამოიჩინოთ გაგება და პატივისცემა. შეთავაზებები მომგებიანი და საინტერესო იქნება.
კურო
რთული სიტუაციიდან გამოსავალი უნდა ეძებოთ და ბევრი იშრომოთ. ყურადღებით გაითვალისწინეთ თქვენი თითოეული პასუხი, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. დაისვენეთ, აკონტროლეთ ემოციები, რათა არ გაიფუჭოთ ურთიერთობა სხვებთან.
ტყუპი
შესაძლოა, ემოციებმა დაგძლიოთ და სამუშაო საკითხებზე კონცენტრირებაში შეგიშლით ხელს. ნუ ეცდებით ადამიანების მანიპულირებას ან მათზე თქვენი აზრის მოხვევას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიძლიათ გაანადგუროთ თქვენთვის საჭირო ურთიერთობა და შეურაცხყოთ ახლობელი.
კირჩხიბი
სიზარმაცის შეტევები დილითვე გადალახეთ. უნდა ეცადოთ და საქმეს შეუდგეთ, თუნდაც მეოცნებე განწყობაზე იყოთ. თუ არ გიწევთ სამსახურში წასვლა, დაასუფთავეთ თქვენი ბინა, მოაწესრიგეთ პირადი ნივთები.
ლომი
გაატარეთ დღე აქტიურად, დაელოდეთ კარგ შედეგს. არ ენდოთ უცნობ ადამიანებს. ოჯახთან ერთად გატარებული დრო მოდუნებასა და სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ.
ქალწული
შეგიძლიათ შეხვდეთ საჭირო ადამიანებს და გაიცნოთ კიდეც ვინმე საინტერესო. აჩვენეთ თქვენი საუკეთესო თვისებები, გაანდეთ თქვენი გეგმების ან იდეების შესახებ, შეგიძლიათ იმედი გქონდეთ პერსპექტიულ და მომგებიან შეთავაზებებზე. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.
სასწორი
ეცადეთ, დღეს რაციონალურად იფიქროთ და იმოქმედოთ. მეოცნებე განწყობა ხელს შეგიშლით სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. არ დაზოგოთ კეთილი სიტყვები და მხარდაჭერა მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. 30 აგვისტოს გაზრდილი ემოციური ფონი გაქვთ, ამიტომ პასუხის გაცემამდე დათვალეთ ათამდე.
მორიელი
უახლოესი გეგმებსა და ცხოვრებისეულ პრიორიტეტებზე დასაფიქრებლად შესაფერისი დროა. შეიძლება საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილების განცდა გაგიჩნდეთ. თქვენს ახლობლებს მხარდაჭერა სჭირდებათ: მეტი ყურადღება მიაქციეთ მათ, გამოიჩინეთ მზრუნველობა, ესაუბრეთ გულწრფელად.
მშვილდოსანი
საინტერესო და ნაყოფიერი დღეა, დაძაბულ რიტმში მუშაობა და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა მოგიწევთ. ეცადეთ არ გაღიზიანდეთ, თუ რაღაც არ მიდის თქვენი გეგმის მიხედვით: გამოიჩინეთ გაგება და თავაზიანობა სხვების მიმართ. საღამოს დაისვენეთ სახლში, ოჯახთან ერთად.
თხის რქა
სავარაუდოდ, გეგმები უნდა შეიცვალოს და მორგებული იყოს შეცვლილ გარემოებებთან. სასურველის მისაღწევად გამოიყენეთ ახალი შესაძლებლობები. საქმიანი შეხვედრის დროს ჯობია სხვების მოსაზრებებს მოუსმინოთ, მათი რჩევა გაითვალისწინოთ.
მერწყული
გაზრდილი გაღიზიანება და ნერვიულობა დილიდათ გაგიჩნდებათ. ჰობი ან სასიამოვნო სამუშაო დაგეხმარებათ გადაიტანოთ ყურადღება, არ დაკარგოთ დრო და გაიფუჭოთ ნერვები. მიიღეთ მონაწილეობა ნათესავების ცხოვრებაში, მხარი დაუჭირეთ მათ რთულ დროს. ბინის დალაგება კი გაგახალისებთ.
თევზები
30 აგვისტოს კომუნიკაცია სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. შეხვდით პროფესიონალ და წარმატებულ ადამიანებს, მოუსმინეთ მათ რჩევებს. შეგიძლიათ დაიწყოთ რთული ბიზნესი: დღეს იღბალი თქვენს მხარეს იქნება. უსიამოვნო სიტუაციებს იუმორით შეხედეთ, მეტი იხუმრეთ და გაიღიმეთ.