კურო
საკუთარ უსიამოვნებაში სხვებს ნუ დაადანაშაულებთ. თავად უნდა ეცადოთ სიტუაციის გამოსწორება. საყვარელ ადამიანს თბილი სიტყვითა და საჩუქრით შემოირიგებთ.
ტყუპი
ზოგიერთი საყვარელ ადამიანთან დაშორებას გადაწყვეტს, ზოგიც მას მიანდობს გადაწყვეტილების მიღებას, თავად კი "თავისუფლად ცხოვრებას" განაგრძობს.
კირჩხიბი
მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს და მათთან ურთიერთობის დაძაბვას. დღეს კარგია ცურვა, აკვააერობიკა.
ლომი
გადაღლილი ხართ, ორგანიზმიც დასუსტებული გაქვთ. გაფრთხილდით, არაფერი დაკარგოთ ან მოგპარონ. მოერიდეთ თაღლითებთან ურთიერთობას, არ ანდოთ მათ ფული.
ქალწული
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ, თუ პატივს სცემთ მის გატაცებას, შეხედულებებს, თუ არ ეცდებით მის გაკრიტიკებას და კონტროლს.
სასწორი
ბედნიერი და მხიარული დღე გელით. კარგია დღესასწაულის მოწყობა, ნიშნობა და ჯვრისწერა.
მორიელი
მოერიდეთ მკითხავებთან და ნათელმხილველებთან ურთიერთობას. აგრეთვე, არავის გადაუშალოთ გული და ჩაახედოთ საკუთარ საქმეებში.
მშვილდოსანი
ახალი პარტნიორებისა და საქმეების გამო ნურც ძველ პარტნიორებს და საქმეებს დაივიწყებთ. ყური დაუგდეთ ახლობლების რჩევებს.
თხის რქა
წარმატება გარდაუვალია. გაგიუმჯობესდებათ ცხოვრებისეული პირობები. თუმცა, გამარჯვებამ არ დაგაბნიოთ, ძველებურად შრომა და ყველაფრის გადამოწმება მოგიწევთ.
მერწყული
მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად მხიარულება გელით. მოსალოდნელია საინტერესო ადამიანების გაცნობა. ზოგიერთს კი რომანტიკული ნაცნობობაც ელის.
თევზები
გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. ზოგიერთს საჩუქრები და სიურპრიზები ელის.