30 აპრილი-2 მაისი - მთვარე მერწყულშია

30 აპრილი-2 მაისი - მთვარე მერწყულშია

მთვარე მერწყულში გადავა 30 აპრილის 19:16-ზე და დარჩება 2 მაისი 22:49-მდე

აქტიურია ჰაერის სტიქია.

მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს. ფერთა უჩვეულო შეხამებას.

კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.

კარგია რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი. იმიჯთან დაკავშირებული.

გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე.

არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.

კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.

მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.

გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.

ქიმწმენდაში ჩააბარეთ ნივთები.

თუ გსურთ, ბინა დადებითი ენერგიით დამუხტოთ, გაწმინდეთ ფანჯრები და კარგად გაანიავეთ შენობა.

გაჯეტებიდან წაშალეთ უსარგებლო ინფორმაცია, ფაილები, ფოტოები.

ერთ-ერთი არანაყოფიერი დღეა. უმჯობესია, მცენარეები დაასვენოთ, არც დარგვას და არც გადარგვას არ გირჩევთ.