30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს განმარტოება მოგინდებათ. თუ ახლობლები არ მოგასვენებენ, ეცადეთ, არ ეუხეშოთ და მშვიდად აუხსნათ სიტუაცია.

ტყუპი

თუ ასე გააგრძელებთ ფულის ხარჯვას, ცოტა ხანში ვალებში აღმოჩნდებით. სანამ რამეს შეიძენდეთ ან ფულს დააბანდებდეთ, კარგად დაფიქრდით.

კირჩხიბი

თუ საკუთარ თავს არ დააფასებთ, არც სხვები დაგაფასებენ. ეცადეთ, ახლობლების თვალში ავტორიტეტი აიმაღლოთ.

ლომი

თუ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გსურთ, დამნაშავეები გარშემო მყოფები კი არა თქვენ ხართ, რადგან ვერ გათვალეთ მათი შესაძლებლობები.

ქალწული

ყურადღებით იყავით, რათა კოლეგებმა საბუთებში შეცდომა არ გიპოვონ და ამით საქმე არ გაგიფუჭონ.

სასწორი

საკუთარი უპირატესობის წარმოსაჩენად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს გააკეთებთ. ეცადეთ, გარშემო მყოფებთან არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება.

მორიელი

კარგი დღეა მშვიდი მუშაობისა და უკონფლიქტო ურთიერთობისთვის.

მშვილდოსანი

ფულის შოვნის ახალ საშუალებას მიაგნებთ. ისე ნუ მოიქცევით, რომ ახლობლებთან ან სამართალთან შეგექმნათ პრობლემა.

თხის რქა

დღეს მოწოდების მწვერვალზე იქნებით. გარშემო მყოფები აღფრთოვანებულები არიან თქვენი შესაძლებლობით და თქვენს მომდევნო წარმატებებს ელიან.

მერწყული

ერთ ადგილზე დიდხანს ყოფნა არ მოგიწევთ. მიზნის მისაღწევად ყველა ხერხს გამოიყენებთ.

თევზები

"ცუდსა" და "უარესს" შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. თუმცა, გული არ გაიტეხოთ, ცოტა ხანში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით