კურო
კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, საცხოვრებლის მოსაწყობად. აგრეთვე, ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. ყური დაუგდეთ მათ რჩევებს.
ტყუპი
დღეს ზედმეტად მგრძნობიარე ხართ. შეიძლება გაგაღიზიანოთ ახლობლის მიერ გადაკრულად ნათქვამმა სიტყვამ, შენიშვნამ. ამიტომ, მოერიდეთ უსიამოვნო სიტუაციებსა და მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გვერდით.
კირჩხიბი
თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ, მოერიდეთ დისკუსებსა და კამათს. განსაკუთრეებით ოჯახის წევრებთან. მეტი დრო გატარეთ სუფთა ჰაერზე, დაკავდით სასიამოვნო საქმიანობით.
ლომი
ახალი იდეებით ხართ აღსავსე. კარგი დღეა მათი რეალიზებისთვის. ნუ გადადებთ მომავლისთვის იმ საქმეს, რომლის გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ.
ქალწული
წარმატებით მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებს. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, გეგმებისა და იდეების განსახორციელებლად. შრომა სიამოვნებას მოგანიჭებთ, მაგრამ არც სხვების გაკონტროლება დაგავიწყდეთ.
სასწორი
კარგი დღეა იურიდიული საბუთების გასაფორმებლად. ადვოკატებთან და ნოტარიუსთან საქმეების მოსაგვარებად. მაქსიმალურად ყურადღებით იმოქმედეთ.
მორიელი
დღის პირველ ნახევარში მიღებულმა ინფორმაციებმა შეიძლება გეგმები შეგიცვალოთ. კარგი დღეა შეცდომების, წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამოსასწორებლად.
მშვილდოსანი
ფრთხილად იყავით, თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ. განსაკუთრებით გაფრთხილდით ფინანსური საკითხების მოგვარებისას. გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია.
თხის რქა
მეტად დაისვენეთ. უგუნებების გამო შეიძლება ვერ დაასრულოთ, გაგიჭირდეთ საქმების წარმოება. ამიტომ მოერიდეთ მნიშვნელოვანი პროექტების წამოწყებას.
მერწყული
კარგი დღეა საჭირო ადამიანებთან შესახვედრად და სამომავლო გეგმების, პროექტების განსახილველად. გამოგიჩნდებათ შემოსავლის ახალი წყარო.
თევზები
დაძლიეთ სიზარმაცე, მოიკრიბეთ ძალები და ყურადღებით და მიზანსწრაფულად იმოქმედეთ, რათა მოძლიერებულმა კონკურენტებმა არ გაჯობონ. რჩევისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ.