30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

გარშემო მყოფების რჩევები მოისმინეთ, მაგრამ გულის კარნახით იმოქმედეთ. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას.

ტყუპი

გავლენიანი მეგობრები საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. თამამად განახორციელეთ გეგმები და ნუ შეგეშინდებათ დაბრკოლებების.

კირჩხიბი

ფლირტისა და რომანტიკის განწყობაზე ხართ. პარტნიორს მზრუნველობით და სიურპრიზებით აავსებთ, მაგრამ თქვენს რომანს საქვეყნოს ნუ გახდით.

ლომი

აქტიურობასა და ინიციატივის გამოჩენას არ გირჩევთ. მეტად დაისვენეთ. შეძლებისდაგვარად გაისეირნეთ ბუნებაში, დასახეთ სამომავლო გეგმები.

ქალწული

გამოასწორეთ კვებისა და ძილის რეჟიმი. კარგი დღეა მედიტაციისა და ლოცვისთვის. ჩაიტარეთ კომპლექსური მკურნალობა. კარგია წყალთან კონტაქტი.

სასწორი

დღეს ბევრს დაგპირდებიან, მაგრამ ნახევარსაც არ გაგიკეთებენ. არ გადაიღალოთ ემოციურად. დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ.

მორიელი

ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. მცირე უსიამოვნებებზე თვალი უნდა დახუჭოთ. საღამო სუფთა ჰაერზე გაატარეთ.

მშვილდოსანი

ნუ შეგეშინდებათ ახალი საქმეების დაწყების. გარისკეთ, ფორტუნა თქვენ მხარესაა და წარმატებას მოიპოვებთ. დეტალებისადმი მეტი ყურადღება გმართებთ.

თხის რქა

კარგი დღეა რემონტის დასაწყებად. საოჯახო ნივთების, ბინის, მიწის ნაკვეთის შესაძენად. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

მერწყული

გათავისუფლდით იმ ადამიანებისა და სიტუაციისგან, რომლებიც გთრგუნავთ. აგრეთვე, - კომპლექსებისა და შიშებისგან.

თევზები

კარგი დღეა სწავლისთვის, ინტელექტუალური სამუშაოს შესასრულებლად. აიმაღლეთ კვალიფიკაცია.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით