30 აპრილს დაბადებულ ადამიანს სურვილი აქვს ცხოვრებაში დამოუკიდებლად გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები

30 აპრილს დაბადებულ ადამიანს სურვილი აქვს ცხოვრებაში დამოუკიდებლად გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები

აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.

  • როგორია 30 აპრილს დაბადებული ადამიანი

30 აპრილს დაბადებულ ადამიანებს თავისებური გაორება ახასიათებთ ხასიათში. ერთი მხრივ, ისინი განიცდიან მოთხოვნილებას რომ მათზე ვინმე ზრუნავდეს, მეორე მხრივ კი სურვილი აქვთ ცხოვრებაში დამოუკიდებლად გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. თუმცა გულწრფელ სიყვარულსა და მეგობრობაზე, ნებისმიერ მათგანს ადეკვატური რეაქცია გააჩნია და საპასუხოდაც არანაკლებ ერთგულებაზე არიან წამსვლელები.