30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 20:32-ზე, მთვარე ლომშია

ფრთხილად იყავით, რთული დღეა. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობა. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ოპერაციებსა გულსა და ზურგზე. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, თუ ამინდი ხელს გიწყობთ, ისეირნეთ.

ვერძი

პირადი ურთიერთობები დღეს წინა პლანზე მოდის. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა პარტნიორთან ან შვილებთან. ისინი გაგახალისებენ და დადებით ემოციებს მოგანიჭებენ. შეიძლება ბევრი მოძრაობა იყოს. გაფრთხილდით, რომ არავინ მოგატყუოთ.

კურო

შესაძლოა თქვენს ოჯახში რაიმე მოულოდნელი მოხდეს. თუ ხვდებით, რომ ოქროს მთებს გპირდებიან, რეალურად კი გატყუებენ, მაშინ ჯობია უარი თქვა შემოთავაზებებზე. ამ დღეს მოსალოდნელია მოტყუება და გაუფასურება. დააკვირდით ახალ ნაცნობებს. ვინმესთან ურთიერთობა დასრულდება.

ტყუპი

დღე ხელსაყრელია შეხვედრებისთვის, კომუნიკაციისთვის და გადაადგილებისთვის. შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს საინტერესო წიგნის წაკითხვა, აუდიოწიგნის მოსმენა ან რაიმე ახლის შესწავლა, მაგალითად, საახალწლო სუფრაზე ხელსახოცების ორიგინალურად დალაგების. თუ მუშაობთ, მაშინ ჩაერთეთ ყველა პროცესში გააზრებულად, წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდომები გარდაუვალია.

კირჩხიბი

დღეს განსაკუთრებით არ გსურთ აქტიურობა, არცსამსახურში არც სახლში საშინაო საქმეებით. მაგრამ საყიდლებზე სიარული და საჩუქრების ყიდვა განწყობას აგიმაღლებთ. და არ დაგავიწყდეთ საახალწლო დღესასწაულისთვის სამოსის ან საჩუქრის შეძენა. იქნებიან ისეთებიც, ვინც კორპორატიულ ღონისძიებაზე წავა. არ დაუჯეროთ ყველაფერს, რასაც თქვენი კოლეგები ამბობენ.

ლომი

დროა იზრუნო საკუთარ თავზე, მოამზადო ყველაფერი საახალწლო ზეიმისთვის ან დრო დაუთმო საკუთარ თავს. პარტნიორთან ურთიერთობაში შესაძლებელია ცვლილებები. დღეს შეიძლება გაიგოთ, რომ ახლობელმა მოგატყუათ. ბავშვებს ასევე შეუძლიათ რაღაცების დამალვა და ეშმაკურად კეთება.

ქალწული

დღეს დასვენება სასარგებლო იქნება. თუ შესაძლებელია, ნუ გადატვირთავთ თავს საოჯახო საქმეებით, გაატარეთ დღე მშვიდად. ნუ იქნებით ძალიან კრიტიკული ახლობლების მიმართ. კრეატიულობა განწყობას აგიმაღლებთ.

სასწორი

ჯობია 30 დეკემბერს არ დაგეგმოთ მოგზაურობები. ზოგიერთი მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც მოგვიანებით ყალბი აღმოჩნდება. არც ჭორებს მოუსმინოთ. მით უმეტეს, თუ ისინი საუბრობენ თქვენს ნათესავებზე, ბავშვობის მეგობრებზე, მეზობლებზე. დღე ხელსაყრელია სოციალურ ღონისძიებებზე დასასწრებად და მეგობრებთან შესახვედრად.

მორიელი

დღეს საყიდლების დროს მეტი სიფრთხილე გჭირდებათ, მოუფრთხილდით საფულესაც. შესაძლებელია თაღლითობაც. უმჯობესია დღეს საერთოდ მოერიდოთ ძვირად ღირებულ შესყიდვებს. თანხა, რომელსაც გამოყოფთ ახალი წლის აღსანიშნავად, შეიძლება არ იყოს საკმარისი სასურსათო და სხვა ნივთების შეძენისას. ყურადღება მიაქციეთ მშობლებს, დაურეკეთ, ეწვიეთ.

მშვილდოსანი

დღეს მოგინდებათ დასვენება, შესაძლოა, წახვიდეთ სტუმრად ან კორპორატიულ ღონისძიებაზე. იყავით პოზიტიური თუმცა, ნუ აიძულებთ საკუთარ თავს გააკეთოთ ის, რაც არ მოგწონთ.

თხის რქა

შესაძლოა, გაიგოთ საიდუმლო, რომელიც არ მოგეწონებათ. სავარაუდოა ძმების, დების და მეზობლების მხრიდან მოტყუება ან გაუგებრობა. არ არის საუკეთესო დღე მოგზაურობისთვის. სავარაუდოდ, გარკვეული დადებითი ცვლილებები იქნება სახლში და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში.

მერწყული

დღეს წინა პლანზე გამოვა მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა. ჯობია არავის ასესხოთ ფული. სავარაუდოდ, მის დასაბრუნებლად დიდი ხნის ლოდინი მოგიწევთ. ზოგიერთი შეთანხმება შეიძლება გაუგებარი იყოს. არ არის საუკეთესო დრო სოციალური ღონისძიებებისა და საჯარო ადგილებზე დასასწრებად, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება. შესაძლებელია ქურდობა და თაღლითობა.

თევზები

ენერგია ამ დღეს ყველაზე მეტად რუტინული, ყოველდღიური სამუშაოსკენ იქნება მიმართული. ფრთხილად იყავით თაღლითებთან ურთიერთობისას, მოტყუება სავარაუდოა. ასევე ფრთხილად იყავით ავტომობილის მართვის დროს და ბასრი საგნებთან მიმართებაში. საღამოს არ დალიოთ ალკოჰოლი.