კურო
ოჯახი წევრებთან ერთად შეადგინეთ სადღესასწაულო სუფრის მენიუ და გასართობი პროგრამა. ზოგიერთი მთიან კურორტზე გადაწყვეტს დასვენებას.
ტყუპი
საყვარელ ადამიანთან შეათანხმეთ სადღესასწაულო ხარჯი, განსაკუთრებით, თუ მის ფინანსებზე ხართ დამოკიდებული. ზოგიერთი ახალი წლის შეხვედარს ექსტრემალურ პირობებში შეეცდება.
კირჩხიბი
რადგან დღესასწაულის აღნიშვნას ტრადიციულად აპირებთ, ოჯახის წევრებთან ერთად იმოქმედეთ. განსაკუთრებული ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას და შინაური ცხოველის მდგომარეობას.
ლომი
გადაღლილობისა და გაცივების გამოც კი ვერ იტყვით უარს ვალდებულებების შესრულებაზე. ბალანსი დაიცავით გართობასა და საქმეებს შორის. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.
ქალწული
ახლობლებზე ზრუნვასა და მუშაობაში გაატარებთ დღევანდელ დღეს. გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად და საოჯახო საქმეების შესასრულებლად.
სასწორი
შეიძლება ახალი წლის შინ შეხვედრაზე უარი თქვათ და მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავროთ. გაითვალისწინეთ ხარჯი და თანამგზავრების ზნე.
მორიელი
გაიუმჯობესეთ განწყობა და გარშემო მყოფებიც გაახალისეთ. კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. საყიდლებზე წასული გაუფრთხილდით საფულესა და ჯიბეებს.
მშვილდოსანი
მეგობრებისა და შვილების საუკეთესო თანამგზავრი იქნებით. მათთან ერთად დროს მხიარულად გაატარებთ. საღამოს ოჯახის წევრებს საოჯახო საქმეების შესრულებაში დაეხმარეთ.
თხის რქა
სამსახურის საქმეებისგან დაისვენეთ და საოჯახო ფუსფუსში ჩაერთეთ. იყავით მხიარული და შემოქმედებითი. გულშიც კი არ იფიქროთ დოკუმენტებსა და პროექტებზე.
მერწყული
თუ მეგობრები ახალი წლის შესახვედრად ქალაქგარეთ/საზღვარგარეთ დაგპატიჟებენ, უარი არ თქვათ. მეტი თავისუფლება მიანიჭეთ საკუთარ თავს და იმხიარულეთ.
თევზები
დღეს მიხვდებით, რომ ამქვეყნად მუდმივი არაფერია. იყავით დიპლომატიური და ეცადეთ, სწრაფად შეეგუოთ ახალ გარემო პირობებს. საახალწლო ფუსფუსში ბავშვებიც ჩართეთ.