სამშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 22:23-ზე, მთვარე 12:04-ზე გადავა სასწორის ზოდიაქოში
ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
ვერძი
დღის პირველ ნახევარში ენერგიის მაღალი დონე საშუალებას მოგცემთ მოაგვაროთ რთული საკითხები და იმუშაოთ პროდუქტიულად. არის დიდი თანხის დახარჯვის შანსი. კარგ ხასიათზე ხართ და შეიძლება დაუფიქრებლად იყიდოთ ძვირად ღირებული უსარგებლო ნივთები. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციას.
კურო
თქვენი აზრის გამოხატვის ან სხვების კრიტიკის სურვილმა შეიძლება გააფუჭოს ურთიერთობები. გამოიჩინეთ პატივისცემა და ტაქტი, რათა არ გამოიწვიოთ ჩხუბი. იგივე ეხება პირად ურთიერთობებს: მშვიდად ესაუბრეთ ოჯახის წევრებს საინტერესო თემაზე, იპოვეთ კომპრომისული გამოსავალი.
ტყუპი
დღეს ვარსკვლავები გვირჩევენ, მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ და არ ენდოთ სხვებს. დიდია ალბათობა იმისა, რომ დაპირებები არ შესრულდება და საკუთარ თავზე მოგიწევთ მუშაობა. შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე.
კირჩხიბი
აღმოაჩენთ, რომ თქვენს ცხოვრებაში წესრიგი არ არის და მოვლენები ქაოტურად, თავისთავად ხდება. ემოციურად უფრო თავდაჯერებულად რომ იგრძნოთ თავი, შეადგინეთ გეგმა და დაისახეთ იოლად მისაღწევი მიზნები. სჯობს დღეს არ დაიწყოთ რთული საქმეები, გაგიჭირდებათ ყველა დაბრკოლების მარტო გადალახვა.
ლომი
სერიოზული შეცდომის დაშვების დიდი შანსია. ამიტომ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, იმოქმედეთ ფრთხილად და დაუთმეთ დრო გადაწყვეტილებების მიღებას. მოუსმინეთ სიახლეებს, სხვების საუბრებს: შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
ქალწული
სირთულეები გელით კომუნიკაციასა და აზრების გამოხატვაში. დიდხანს მოგიწევთ სხვებისთვის იმის ახსნა, თუ რას მოელით მათგან და შესაძლოა ემოციურად გადაიღალოთ. შეეცადეთ ფული უსარგებლო ნივთებზე არ დახარჯოთ.
სასწორი
კარგი დღეა სარისკო საქმიანობისთვის, შეიძლება დათანხმდეთ ისეთ აქტივობებში მონაწილეობაზე, რომელიც ჩვეულებრივ არ გიზიდავთ. გააკონტროლეთ თქვენი ემოციები, რათა არ ინანოთ თქვენი სპონტანური გადაწყვეტილება. შეამცირეთ ხარჯები, უფრო ეკონომიური უნდა იყოთ.
მორიელი
დღის განმავლობაში მოგიწევთ კონკურენტებთან და პარტნიორებთან საკამათო საკითხების მოგვარება. არ უნდა იყოთ გულწრფელი თანამოსაუბრეებთან: მათ შეუძლიათ გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია საკუთარი ეგოისტური მიზნებისთვის.
მშვილდოსანი
ყველა სირთულის დასაძლევად დაგჭირდებათ საყვარელი ადამიანების ან კოლეგების დახმარება. მოუსმინეთ შეგრძნებებს: თუ სიმპტომები გამოჩნდება, მიმართეთ ექიმს, ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას. დღეს შეუძლებელია ახალი თანამოაზრეების პოვნა.
თხის რქა
ვიღაც ან რაღაც ხელს გიშლით პროდუქტიულად მუშაობასა და განვითარებაში. უნდა იფიქროთ, როგორ მოიხსნათ ეს დაბრკოლებები და გაიუმჯობესოთ ცხოვრება. დღე შესაფერისია წარსულში დაშვებული შეცდომების ან არასწორი გათვლების გამოსასწორებლად.
მერწყული
უარი თქვით იდეებსა თუ პროექტებზე, რომლებიც რთულია განსახორციელებელი. 30 იანვარს არ უნდა ეძებოთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც გაწუხებთ: მალე ყველაფერს თავად გაიგებთ. მოერიდეთ მანიპულატორებს.
თევზები
რთულ სიტუაციებში ნუ ეცდებით თქვენი აზრის დამტკიცებას, ჯობია უკან დაიხიოთ. ეს ქცევა დღეს მოგცემთ უპირატესობას და გაგიადვილებთ პრობლემების მოგვარებას. ახალი ამოცანები დაგეხმარებათ კარიერაში წინსვლაში.