30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 20:59-ზე, 21:46-ზე, მთვარე თხის რქას ესტუმრება 07:41-ზე

დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით.

ვერძი

სასიამოვნო სიურპრიზებისა და პერსპექტიული შესაძლებლობების დღე. შემოგთავაზებენ დამატებითი ფულის გამომუშავების ძალიან საინტერესო და მარტივ გზას. არ გამოტოვოთ შანსი გაიუმჯობესოთ ცხოვრება!

კურო

მოერიდეთ ფულის ფლანგვას. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. საღამოს გაიხსენეთ სამაგიდო თამაშები, ჩართეთ ოჯახის წევრები, ბავშვები.

ტყუპი

დღეს არის შანსი, მიუახლოვდეთ თქვენს მიზანს. უბრალოდ გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ თაღლითური სქემის მსხვერპლი.

კირჩხიბი

დაუთმეთ დრო ოჯახის წევრებს და მეგობრებს, გაატარეთ დღე ერთად ბუნებაში. არ გირჩევთ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას.

ლომი

კარგი დღეა პირადი ნივთების მოსაწესრიგებლად. გაგიკვირდებათ, თუ აღმოაჩენთ უამრავ ნივთს, რომელიც დაკარგული გეგონათ და მათ შორის იქნება ისეთებიც, რომლებიც მომავალში გამოგადგებათ.

ქალწული

ხანდახან სასარგებლოა საქმის დავიწყება და დღის უსაქმურად გატარება. იოცნებეთ, იფიქრეთ, უყურეთ საყვარელ ფილმს ან დაუთმეთ დრო კითხვას.

სასწორი

გაატარეთ დღე ქალაქის აურზაურისგან მოშორებით. ეს დაგეხმარებათ სტრესისგან თავის დაღწევაში და აზრების მოწესრიგებაში.

მორიელი

გაანალიზეთ ვითარება და დაფიქრდეთ, რატომ არ მიდის ყველაფერი ისე, როგორც დაგეგმეთ. დღეს გონივრულად აზროვნებისა და სწორი დასკვნების გამოტანის დღეა.

მშვილდოსანი

დაესწარით კულტურულ ღონისძიებას, ესტუმრეთ მეგობრებს. გააკეთეთ ყველაფერი, რაც გამხიარულებაში დაგეხმარებათ. მთავარია, დღეს არ იმუშაოთ.

თხის რქა

გაგიჭირდებათ მშვიდად ჯდომა, მოგინდებათ დასვენების დღის აქტიურად გატარება. აიყოლიეთ მეგობრები, ოჯახის წევრები და ქალაქგარეთ იმხიარულეთ.

მერწყული

დაუთმეთ დღე საყვარელ ადამიანებს, ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, მთავარია, არ იფიქროთ ბიზნესზე, საქმეებზე და ნახავთ, რამდენად გაგიუმჯობესდებათ განწყობა.

თევზები

დღეს უნდა დაისვენოთ. უყურეთ საყვარელ ფილმებს, წაიკითხეთ საინტერესო წიგნები, მიირთვით გემრიელობები. ერთი სიტყვით, გაინებივრეთ თავი.