30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 23:56-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 01:29-ზე

საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.

ვერძი

შეიძლება გაგიჭირდებათ კონკურენტებთან ურთიერთობა. გამოიჩინეთ პატივისცემა და ინტერესი, გაეცით კომპლიმენტები და ნუ იკამათებთ. შედეგს უფრო სწრაფად მიიღებთ, თუ გააუმჯობესებთ ურთიერთობას. გაზრდილმა ემოციურობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ მუშაობაში.

კურო

გადაჭარბებულმა პასუხისმგებლობამ შეიძლება გამოიწვიოს დატვირთვა და ჯანმრთელობის გაუარესება. ვარსკვლავები გირჩევენ იმუშაოთ კომფორტული ტემპით, აუჩქარებლად. არ უნდა სთხოვოთ დახმარება კოლეგებს ან მეგობრებს, მათი მუშაობის შედეგი იმედებს გაგიცრუებთ.

ტყუპი

სიზარმაცის შეტევები დილიდანვე დაგძლევთ. უმჯობესია საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი სამუშაო სხვა დღით გადადოთ. 30 ივლისი დაუთმეთ წარსული საქმეების დასრულებას და დოკუმენტების შემოწმებას.

კირჩხიბი

იმისათვის, რომ სამუშაო უფრო სწრაფად წავიდეს, შეცვალეთ თქვენი მიდგომა რუტინული ამოცანების მიმართ და გამოავლინეთ ფანტაზია. ვარსკვლავები თვითშეფასების ამაღლებას და რთულ ამოცანებზე უარის თქმას გირჩევენ. პროფესიონალი ადამიანების რჩევები ან მოსაზრებები გამოგადგებათ. არ შეგეშინდეთ იდეების ან წინადადებების გაზიარება.

ლომი

კარგი განწყობა და ენერგიის მაღალი დონე დაგეხმარებათ სწრაფად მიაღწიოთ მიზნებს და წარმატებით მოაგვაროთ პრობლემები. გარშემო მყოფები ახალ პროექტებს შემოგთავაზებენ. 30 ივლისის ზოგიერთი მოვლენა გაიძულებთ შეცვალოთ თქვენი თავდაპირველი გეგმები.

ქალწული

კარგი დროა ახალი იდეების დემონსტრირებისთვის და უფროსთან სერიოზული საუბრისთვის. თქვენს წინადადებებს შესაძლოა მხარი დაუჭირონ კოლეგებმა, იპოვით მოკავშირეებს და დამხმარეებს. არის ძვირად ღირებული, მაგრამ ნანატრი ნივთის შეძენის შანსი. კომუნიკაცია საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება.

სასწორი

ამ დღეს აჩქარება არასწორ გათვლებსა და შეცდომებს გამოიწვევს, ამიტომ ჯობია შეანელოთ აქტივობა და ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილოთ ყურადღება. დღეს ჯობია ჩრდილში დარჩეთ და დამკვირვებლის პოზიცია დაიკავოთ. მოიცილეთ სტრესი ვარჯიშით.

მორიელი

მოლაპარაკებების წარმატება დამოკიდებული იქნება თანამოსაუბრესთან ადაპტაციის უნარზე. იყავით თავაზიანი, პროფესიონალი და პატივი ეცით სხვა ადამიანების აზრს. არ გასცეთ რჩევა, თუ არ გთხოვენ. ინიციატივებმა შეიძლება არასასიამოვნო სიტუაციაში ჩაგაგდოთ. ფრთხილად იყავით კომუნიკაციის დროს.

მშვილდოსანი

თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები იწყება. ახალგაცნობილებთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და არ ინერვიულოთ, თუ რამე გეგმის მიხედვით არ მიდის. დღეს უნდა აკონტროლოთ ხარჯები. მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ, ჯობია ახლავე დაიწყოთ დაზოგვა.

თხის რქა

იყავით აქტიური და მიზანდასახული, ასე სწრაფად მიაღწევთ მიზანს. 30 ივლისს თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ საქმეები, სხვებს დახმარება არ სთხოვოთ. მათი მუშაობის შედეგი არ დაგაკმაყოფილებთ. შეარჩიეთ მხიარული და კომუნიკაბელური ადამიანები თქვენი კომპანიისთვის.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ კომუნიკაციას. ახალი მეგობრები დაგეხმარებიან სამსახურში. არ დაკარგოთ კონცენტრაცია სერიოზული საქმეების კეთებისას: არსებობს შეცდომის დაშვების შესაძლებლობა. 30 ივლისს სასარგებლოა ინტუიციის მოსმენა.

თევზები

რთული და სტრესული დღეა. დახმარება უნდა სთხოვოთ კოლეგებს და მოუსმინოთ პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანების რჩევებს. დაჩქარება შეცდომებს გამოიწვევს, ამიტომ იმოქმედეთ ფრთხილად. პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, ურთიერთობა პოზიტიურად ვითარდება.