30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

გაუფრთხილებლად არსად მიხვიდეთ, რომ შეიძლება დიდხანს მოგიწიოთ დახურულ კართან ლოდინი.

ტყუპი

მცირე ცვლილებები ცხოვრებას გაგიხალისებთ.

კირჩხიბი

დღეს მაქსიმალურად დაისვენეთ. ნუ წამოიწყებთ მნიშვნელოვან საქმეებს.

ლომი

თუ თავად არ გაამძაფრებთ სიტუაციას, დღე მშვიდად ჩაივლის. სიურპრიზები და მხიარულება გელით.

ქალწული

მხარდაჭერას საჭიროებთ, როგორც საქმიანს, ასევე მორალურს და ეს მხარდაჭერა შეიძლება ყველაზე უჩვეულო ადგილას აღმოაჩინოთ.

სასწორი

დღეს შეიძლება ცხოვრების გაუმჯობესების შანსი ჩაგივარდეთ ხელში, გაბედულად იმოქმედეთ.

მორიელი

ნუ შეიტანთ თქვენს ცხოვრებაში ქაოსს. პირიქით, მოაწესრიგეთ ურთიერთობები, საქმები.

მშვილდოსანი

სიამოვნებას მიიღებთ, თუ ბოლომდე ჩაუღრმავდებით იმას, რასაც გააკეთებთ. არა აქვს მნიშვნელობა სათავგადასავლო წიგნი იქნება ეს თუ ავანტიურა თქვენსავე ცხოვრებაში.

თხის რქა

არ ჩაერიოთ კამათში. თქვენმა სიტყვამ შეიძლება თქვენსავე წინააღმდეგ განაწყოს ოპონენტები.

მერწყული

დღეს თავადაც გაერთობით და ოჯახის წევრებსაც გაამხიარულებთ.

თევზები

დღეს ყველაფერში "ოქროს შუალედს" მიაღწევთ და შეეცადეთ, ასევე გააგრძელოთ მომავალშიც.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით