30 ივლისს დაბადებული ადამიანი დროს იშვიათად ხარჯავს უტოპიური ოცნებების დევნაში

30 ივლისს დაბადებული ადამიანი დროს იშვიათად ხარჯავს უტოპიური ოცნებების დევნაში

ივლისის თვე, დანარჩენი თერთმეტი თვისგან საკუთარი კლიმატური მახასიათებლებით გამოირჩევა, იგი ყველაზე თბილი თვეა წელიწადში. ამასთან ერთად, ივლისი ე.წ. სამეფო თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus — «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 3030 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.

  • როგორია 30 ივლისს დაბადებული ადამიანი

30 ივლისს დაბადებული ადამიანები ლოგიკური აზროვნების უნარით და პრინციპულობით გამოირჩევიან. ისინი ყოველთვის შედეგზე არიან ორიენტირებულნი, ამიტომ ამაოდ დროს იშვიათად ხარჯავენ უტოპიური ოცნებების დევნაში. მათი მიზნები ყოველთვის რეალობას მორგებული, რთული მაგრამ მიღწევადია.