ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია
მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
ვერძი
ნებისმიერი პროფესიული საქმე წარმატებული იქნება, მაგრამ უმჯობესია უარი თქვათ ახალი პროექტების განხორციელებაზე, ყურადღება გაამახვილოთ ძველ "კუდებზე", რომლებიც რატომღაც ჯერ არ დაგისრულებიათ.
კურო
არ უნდა იყოთ უხეში სხვების მიმართ, რის გამოც პრობლემებში აღმოჩნდებით, რისკის ქვეშ აყენებთ საკუთარ რეპუტაციას და დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან.
ტყუპი
დღეს თქვენთვის საუკეთესო გასართობი მარტო ყოფნა და სიმშვიდეა: განმარტოებით შეძლებთ კონცენტრირებას და ქცევის სწორი ხაზის არჩევას უახლოესი მომავლისთვის.
კირჩხიბი
შესაძლებელია, შემოგთავაზონ საქმე, რომელზეც, უარს ვერ იტყვით, ახალი პერსპექტიული პოზიცია ზუსტად ისაა, რაზეც ოცნებობდით.
ლომი
მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათია, თუ შესაძლებელია, ეს დღე - ან მისი მეორე ნახევარი - დასვენებას დაუთმეთ: ბოლო დროს ბევრს და ინტენსიურად მუშაობდით, ამიტომ ცოტა დასვენება არ გაწყენდათ.
ქალწული
მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის მიღება შეგიძლიათ საკუთარი ქვეცნობიერისგან კითხვის დასმით - მთავარია, მას დრო მისცეთ, რომ ყველაფერი საფუძვლიანად გააანალიზოს და სწორი გადაწყვეტა მოიფიქროს.
სასწორი
ყურადღებით მოეკიდეთ დღევანდელ ნებისმიერ ფაქტს, თუნდაც ერთი შეხედვით ისინი უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ: გახსოვდეთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში წვრილმანები არ არსებობს - ნებისმიერი მათგანი შეიძლება თქვენთვის სასარგებლო იყოს.
მორიელი
ვარსკვლავები გპირდებიან წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ამიტომ შეგიძლიათ უსაფრთხოდ აიღოთ ნებისმიერი - თუნდაც ყველაზე რთული - პროფესიული პროექტი, შეძლებთ მის სწორად დაწყებას, დროულად დასრულებას და, რაც მთავარია - კარგი ფულის გამომუშავებას.
მშვილდოსანი
მიუხედავად სხვების დახმარების გულწრფელი სურვილისა, ნუ იჩქარებთ თქვენი დროის სხვისი სარგებლისთვის შესწირვას - ასეთი ცალმხრივი ქველმოქმედება შეიძლება თქვენთვის საზიანო გახდეს.
თხის რქა
სამსახურში კარგი მხრიდან საკუთარი თავის წარმოჩენის შემდეგ, მიიპყრობთ თქვენი უფროსების ყურადღებას, რომლებიც, თავის მხრივ, დაგაფასებენ და, შესაძლოა, დაგაწინაურონ ან გაგიზარდონ ხელფასი.
მერწყული
ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გარშემო მყოფები ამბობენ, მაგრამ თავად გაჩუმდით: თქვენთვის მოულოდნელად, შეგიძლიათ ისწავლოთ ისეთი რამ, რაც დაგეხმარებათ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ სიტუაციაში ორიენტირებაში.
თევზები
წარსულიდან ადამიანის გამოჩენა არა მხოლოდ იმისთვის გამოგეგზავნებათ, რომ ერთად მოგონებებით კარგად გაატაროთ დრო - ამ შეხვედრას სხვა მიზანიც აქვს, რაც მოგვიანებით თქვენთვის ნათელი გახდება.