ავტორი:

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ივნისი, ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე კირჩხიბშია

კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. აგრეთვე, შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.

ვერძი: დაიწყეთ ახალი საქმეები; გამართეთ საქმიანი მოლაპარაკებები. გაფრთხილდით, ზედმეტმა თავისუფლებამ უსიამოვნება არ მოგიტანოთ საყვარელ ადამიანთან.

კურო: კარგი დღე გელით, წარმატებას მიაღწევთ ყველა საქმეში, რასაც დაიწყებთ. იყავით დემოკრატიული, ნუ იკამათებთ წვრილმანების გამო.

ტყუპი: აქტიური და ენერგიული დღე გელოდებათ. ჩაერთეთ ახალ საქმეებში, პროექტებში. იყავით დაკვირვებული. საყვარელი ადამიანის მიმართ - მოსიყვარულე და მომთმენი.

კირჩხიბი: დღე დაუთმეთ საინტერესო და საქმიან ადამიანებთან შეხვედრას. ახალი პროექტების დაწყებას. იზრუნეთ სახლში სიმყუდროვის შექმნაზე. მიიღებთ საინტერესო ცნობებს ნათესავებისგან.

ლომი: საინტერესო, პერსპექტიული იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. მოიმატებს თქვენი პოპულარობა გარშემო მყოფებში. იყავით ღიმილიანი, აკონტროლეთ ემოციები.

ქალწული: გულწრფელად შეიქეთ საკუთარი თავი კარგად შესრულებული საქმისთვის. განეწყვეთ მომავალი გამარჯვებისთვის. გაიხსენეთ, რისი გაკეთება გსურდათ საკუთარი თავის გასაბედნიერებლად.

სასწორი: მიიღებთ სასურველს, შექებას, დაფასებას, ბონუსს, საჩუქარს. შეიძლება საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ და კარგად დაფიქრდით, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ.

მორიელი: გამარჯვების, წინსვლისკენ სვლის დღეა. დაიწყეთ საქმეები, რაც მომავალში წარმატებას მოგიტანთ. ნუ აჰყვებით ემოციებს, სიატუაციასთან გამკლავება გაგიჭირდებათ.

მშვილდოსანი: სხვისთვის ჭკუის დარიგებას და რამის მტკიცებას დღეს არ გირჩევთ. მეტი დრო დაუთმეთ ახალი საქმეების დაწყებას, გაერკვიეთ დეტალებში. იყავით მზად კომპრომისისა და დიპლომატიურობისთვის.

თხის რქა: ზედმეტ საქმეებს ნუ შეეჭიდებით, ისედაც დატვირთული ხართ და არ გადაიღალოთ. უმჯობესია, საკუთარი თავის განებივრებაზე, დასვენებაზე, მეგობრებთან ერთად გართობაზე დაფიქრეთ.

მერწყული: დღეს რუტინულ საქმეებსაც კი ხალისით მოაგვარებთ. გაგიჩნდებათ ახალი იდეები. მოგინდებათ შემოქმედებით პროექტებში ჩართვა. საყვარელი ადამიანი მოულოდნელობით გაგახარებთ.

თევზები: გარშემო მყოფების პოზიტიური განწყობა და მხარდაჭერა გუნებას გაგიუმჯობესებთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად მხიარულად გაატარეთ. შეადგინეთ სამომავლო გეგმა.