პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:17-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 18:54-ზე
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად; საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
ვერძი
არ არის გამორიცხული უთანხმოება ოჯახის წევრებთან. უცხოეთიდან საინტერესო ამბების მიიღებთ. დასვენების დრო უნდა გამონახოთ. დღეს გააკეთეთ ის, რაც გიყვართ. გემრიელად მიირთვით, მაგრამ უმჯობესია დღეს თავი შეიკაოთ ძვირად ღირებული ნივთების ყიდვისგან.
კურო
თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. დღეს არ დაიტვირთოთ ზედმეტი ვალდებულებებით. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.
ტყუპი
განწყობის ცვალებადობა შეუშლის ხელს გეგმების განხორციელებას. აუცილებელია წყენის და ბრაზის შეკავება. დადებით ემოციებს მოგცემთ გასეირნება, კაფეში ან კინოში წასვლა. საღამო მეგობრებთან ერთად გართობას დაუთმეთ.
კირჩხიბი
დღეს მიზნად დაისახავთ სხვებისთვის სიკეთის გაკეთებას, ქველმოქმედებას. შეყვარებულების შერიგების დიდი შანსია. ბევრი კირჩხიბი გადაწყვეტს ურთიერთობის უფრო სერიოზულ დონეზე გადაყვანას.
ლომი
ნაკლები დრო დაუთმეთ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას. დღე შესაფერისია ანალიზისთვის, საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრისთვის. საღამოს ესტუმრეთ კულტურულ ღონისძიებას.
ქალწული
საქმიანი მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. შეგხვდებათ პარტნიორი სრული გაგებით და მსგავსი აზროვნებით. გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბრისთვის.
სასწორი
ჭკვიან ადამიანებთან საუბრით ბევრი სასარგებლო რამის სწავლა შეგიძლიათ, მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. შესანიშნავი დღეა ნაცნობობისთვის, სხვადასხვა ადამიანთან შესახვედრად. დარჩით სოციალურად აქტიური. არსებობს შანსი იპოვოთ ნამდვილი მეგობარი და თანამოაზრე.
მორიელი
სავარაუდოდ, გსურთ საკუთარი თავის განებივრება, დასვენება და უარყოფითი ადამიანებისგან შორს ყოფნა. დღეს დიდი თანხის დახარჯვა არ შეიძლება. საღამო, დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას.
მშვილდოსანი
ემოციური მდგომარეობა მშვიდია და დღეს დაგეგმილი ბევრი საქმე საუკეთესოდ გამოგივათ. ბევრი პრობლემა შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც დაგაფიქრებთ. შესაძლებელია წარუმატებელი შესყიდვები; კარგად შეამოწმეთ ნივთები.
თხის რქა
თუ გინდა რომ შეგამჩნიონ, უნდა გამოხვიდეთ ჩრდილიდან. მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. სამსახურში გამოირჩევით შრომისმოყვარეობით და კომპლიმენტებსაც მიიღებთ. სპორტულ შეჯიბრებაში გამარჯვების დიდი შანსი გაქვთ.
მერწყული
არ გამოტოვოთ გართობის შესაძლებლობა, გაატარეთ დრო სასიამოვნო კომპანიაში. კოლეგებზე დადებით შთაბეჭდილებებს დატოვებთ. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა და გარიგებების დადება.
თევზები
გამოითვისუფლეთ ეს დღე საქმეებისგან; დაუთმეთ დრო ჰობის, უყურეთ საინტერესო ფილმს, მოამზადეთ საფირმო კერძი. გაფრთხილდით, არსებობს რისკი, უარყოფითი შთაბეჭდილება მოახდინოთ ადამიანზე, რომლის აზრსაც აფასებთ.