ივნისის თვეს სხვაგვარად ქალღმერთ იუნონას თვედაც მოიხსენიებენ. იუნონა რომაულ მითოლოგიაში ქორწინების, დედობისა და ზოგადად ქალური საწყისის მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. მისი პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება ქალღმერთი ჰერას სახით. ასტროლოგიურად კი იუნონა პარტნიორულ ურთიერთობებს განაგებს. მისი ტრანზიტები მიანიშნებს ქორწინების, განქორწინების ალბათობას ან ოჯახური სიტუაციის მოსალოდნელ ცვლილებებს. იუნონას მფარველობაში მყოფი ივნისის თვე კი, ორ საკმაოდ განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს. მოუსვენარ, კომუნიკაბელურ, ცნობისმოყვარე და ცოტა არ იყოს ზედაპირულ ტყუპს და ფრთხილ, ბუტია, უზომოდ სენსიტიურ კირჩხიბს.
როგორია 30 ივნისს დაბადებული ადამიანი
30 ივნისს დაბადებული ადამიანები, პრინციპულები და მიზანსწრაფულები არიან. მათ აქვთ რკინის ლოგიკა და ძალიან გამძლე ნერვები, რაც ეხმარებათ კიდეც ამ ადამიანებს იმაში რომ სასურველ მიზანს ყოველთვის მიაღწიონ. თუმცა, მათი სიტყვაძუნწობა და ჩაკეტილობა ხშირად ხდება იმის მიზეზი, რომ ამ ხალხს იშვიათად გააჩნია ბევრი მეგობარი და ხშირად საკუთარი თავისთვისაც კი გამოცანას წარმოადგენენ ემოციური კუთხით.