30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ცვლილებების, ახლის დაწყების დღეა. გაგიჩნდებათ ახალი იდეები, თანამოაზრეები და საკუთარი გეგმების განხორციელებას შეძლებთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ გულხელდაკრეფილი იჯდებით, ვერაფერს მიაღწევთ.

ტყუპი

ყველა მნიშვნელოვანი საქმე დამოუკიდებლად მოაგვარეთ. საკუთარ იდეებს გარშემო მყოფებს ნუ გაუმხელთ. საერთოდაც, ეცადეთ ისინი თქვენს ცხოვრებაში ნაკლებად ჩაახედოთ.

კირჩხიბი

დღეს შეიძლება ახლობელი გადაარჩინოთ, მის მიერ შესასრულები საქმე თავად მოაგვაროთ ან სამსახურში გამოიჩინოთ თავდადება. აღიარება და პატივისცემა გელით, თუ დახმარებაზე უარს არავის ეტყვით.

ლომი

თუ წარმატების მიღწევა გსურთ, მაქსიმალურად უნდა მოთოკოთ ემოციები. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. თითოეული ნაბიჯი გაიაზრეთ; ნუ იქნებით სხვის იმედზე.

ქალწული

უმჯობესია, დღეს მარტო დარჩეთ, ვიდრე უაზრო საუბრებსა და გარშემო მყოფებზე მოიშალოთ ნერვები. კარგი დღეა იდეების განსახორციელებლად, მაგრამ ჯერ ყველაფერი კარგად გათვალეთ, გაანალიზეთ და შემდეგ შეუდექით მოქმედებას.

სასწორი

კარგი დღეა პირად ცხოვრებაში ცვლილებისთვის, მთავარია, თავად იყოთ მზად ამისთვის; დარწმუნებული იყოთ საკუთარ გადაწყვეტილებაში და აღარ იყოყმანოთ.

მორიელი

კარგი დღეა საბუთების, ფინანსური დოკუმენტების მოსაწესრიგებლად. ნუ წამოიწყებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. უმჯობესია, დღე ყოველდღიური საქმეების მოგვარებას დაუთმოთ.

მშვილდოსანი

კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საშუალება მოგეცემათ უკეთესობისკენ შეცვალოთ არსებული სიტუაცია. თავადაც ისიამოვნოთ და გარშემო მყოფებსაც მოუტანოთ სიკეთე.

თხის რქა

დღეს ნებისმიერ სურვილს, ოცნებას აისრულებთ. საქმეებს რაც უფრო ადრე შეუდგებით, მით უკეთესია, რაც უფრო ნაკლებ ადამიანს ჩაახედებთ თქვენს ცხოვრებაში, მით უკეთესია. გახსოვდეთ, რომ მარტო მუშაობით უფრო მეტ შედეგს მიაღწევთ, ვიდრე გარშემო მყოფების დახმარებით.

მერწყული

ისწავლეთ "არას" თქმა! განსაკუთრებით, როცა ფულს გთხოვენ და დარწმუნებული ხართ, რომ თანხას უკან ვერ დაიბრუნებთ. მოერიდეთ უცნობებთან გულახდილ საუბრებს. არავის გაუმხილოთ სამომავლო იდეები და გეგმები.

თევზები

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. არც განაწყენებული მეგობრებისა თუ ნათესავების შემორიგება გაგიჭირდებათ. კარგი დღეა საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად. აგრეთვე, დაგეგმეთ საქმეები, განიხილეთ დეტალები.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით