ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 11:33-ზე, მთვარე კირჩხიბშია
თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. დღეს მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. ამ დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს. ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.
ვერძი
კარგი დღეა მნიშვნელოვანი გარიგებების დასადებად, ასევე ისეთი საკითხების გადასაჭრელად, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენი კარიერის განვითარებაზე. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი ბიზნესი, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ დარწმუნებული ხართ თქვენი პარტნიორების ერთგულებაში. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გაგამხიარულებთ, ოჯახში და მეგობრებთან თავს შესანიშნავად იგრძნობთ. შესაძლებელია ისეთი ურთიერთობების აღდგენა, რომლებიც ოდესღაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის.
კურო
ბევრს მიაღწევთ, თუ მშვიდი იქნებით და ღრუბლებში ფრენას არ დაიწყებთ. რაც გაინტერესებთ ყველაფერს გაარკვევთ, მაგრამ მოგიწევთ რამდენიმე უსიამოვნო მომენტის გადატანა. წესრიგი ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია, თვითდისციპლინა კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საღამოს დაისვენეთ. მოერიდეთ ნეგატივს.
ტყუპი
ნებისმიერი გადამწყვეტი მოქმედებისთვის შესაფერისი დრო შუადღისას დაიწყება. დილით კი უბრალოდ რაღაც სასიამოვნო უნდა გააკეთოთ, ესაუბროთ მეგობრებს და დაისვენოთ, გამოიძინოთ. გექნებათ შესაძლებლობა შეხვდეთ ადამიანებს, რომლებთანაც იმუშავებთ რამდენიმე საინტერესო პროექტზე. ამ დღის მოვლენებმა შეიძლება ჩაუყაროს საფუძველი კარიერულ სწრაფ ზრდას, დიდ წარმატებას. საღამო რომანტიკულ შეხვედრებს და სასიყვარულო აღსარებას გპირდებათ.
კირჩხიბი
ისარგებლეთ ხელსაყრელი მომენტით რაიმე მნიშვნელოვანი ბიზნესის დასაწყებად ან გეგმების განსახორციელებლად. ეს დღე კარგია თანამშრომლობის დასაწყებად, რაც სასიამოვნო, გრძელვადიანი და ნაყოფიერი იქნება. ახალგაცნობილები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში. დამხმარეები და მოკავშირეები იმედს არ გაგიცრუებენ, მეგობრებს გაუხარდებათ თქვენთან შეხვედრა და შეეცდებიან, რომ ეს საღამო სასიამოვნო და დაუვიწყარი გახადონ.
ლომი
გაქვთ შანსი რთულ საკითხში შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ. ახლა უმჯობესია იმოქმედოთ გამოცდილი მეთოდებით. გამოიჩინოთ პატივისცემა ტრადიციების მიმართ, არ დაარღვიოთ ზოგადად მიღებული წესები; ეს ქცევა თავიდან აგაცილებთ პრობლემებს. დოკუმენტებთან მუშაობა (უპირველეს ყოვლისა ფულთან და ქონებასთან დაკავშირებული) მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და მაქსიმალურ სიზუსტეს.
ქალწული
დიდ დროს წაგართმევს არაფრისმომცემი საუბრები, კამათი ისეთ საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული თქვენთან და არანაირად არ მოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე. სამსახურში შეიძლება წარმოიშვას უთანხმოება და მათი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში წვრილმანები იქნება, რომლებსაც სხვა დროს უბრალოდ ყურადღებას არ აქცევთ. ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს, ახლა მას განსაკუთრებით სჭირდებით.
სასწორი
დღის დასაწყისი საკმაოდ რთული იქნება, უთანხმოება ჩვეულებრივზე უფრო ხშირად წარმოიქმნება, რთული აღმოჩნდება იმ ადამიანებთან ურთიერთობაც კი, რომლებსაც ადრე მშვენიერი დამოკიდებულება გქონდათ. თანდათან გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა, ცხოვრება უფრო ადვილი და სასიამოვნო გახდება. საბოლოოდ, მოახერხებთ სხვებთან საერთო ენის გამონახვას, შესაძლებელი ხდება თქვენთვის განსაკუთრებით ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა.
მორიელი
შესაფერისი დღეა კომუნიკაციისთვის, ნებისმიერი შეხვედრისთვის, ასევე ერთობლივ პროექტებზე მუშაობის დასაწყებად. ენერგიითა და ენთუზიაზმით ხართ სავსე. გამოგიჩნდებათ ახალი ასისტენტები, მოკავშირეები და გულშემატკივრები. არის მომგებიანი გარიგებების დადების შანსი. კარგი დღეა მოგზაურობისთვის.
მშვილდოსანი
ხშირად მიჰყვებით საკუთარ ახირებებს და ივიწყებთ ვალდებულებებსა და დაპირებებს. ბევრს გაუჭირდება აიძულოს თავი შეასრულოს სამუშაო, თუნდაც ყველაზე მარტივი. არ არის ხელსაყრელი დღე საქმიანი კომუნიკაციის თვალსაზრისით; დიდი ხნის პარტნიორებთანაც კი რთულია რაიმეზე შეთანხმება. პირად ცხოვრებაში კი პოზიტიური ტენდენციების გავლენა ჭარბობს, საღამო ძვირფას ადამიანთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა
საკუთარ თავთან გამკლავება ადვილი არ იქნება: მიდრეკილი ხარ გაღიზიანებისკენ, ხანდახან აგრესიულად იქცევით. სიტუაცია კი სულ სხვა რამეს მოითხოვს – სიმშვიდესა და თავშეკავებას. საქმიანი მოლაპარაკებები შეიძლება არ წარიმართოს ისე, როგორც თქვენ გსურთ, პარტნიორები არ გაამართლებენ თქვენს მოლოდინს. ზოგიერთს ფინანსური პრობლემები შეგექმნებათ. ამ დღის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ, რომ თითქმის ყველა საქმეს იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე თქვენ მოელოდით. საღამო სახლში გაატარეთ, კარგი წიგნი ან საინტერესო ფილმი გაგამხიარულებთ.
მერწყული
დადგა დრო, რომ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, დაიწყოთ რაღაცის შეცვლა თქვენს ცხოვრებაში. ეს იქნება პირველი ნაბიჯი ბედნიერი მომავლისკენ. მაგრამ არც წარსული უნდა დავივიწყოთ. დღე შესაფერისია ძველი კავშირების, ურთიერთობების აღდგენისთვის. არის შანსი მიაღწიოთ წარმატებას თქვენს საქმეში. ფინანსურ საკითხებში მაქსიმალური სიზუსტეა საჭირო, არ აჩქარდეთ.
თევზი
არ იჩქაროთ. შეიძლება ჩანდეს, რომ მიზანი ძალიან ახლოს არის, მაგრამ თუ ნაჩქარევ ნაბიჯს გადადგამთ, თავადაც უამრავ პრობლემას შეუქმნით საკუთარ თავს. ეცადეთ არ ჩაერთოთ კონკურენტულ ბრძოლაში, არ მიიღოთ მონაწილეობა არანაირ შეჯიბრებებში, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ მათგან ადვილად გამოხვალთ გამარჯვებული. ფულთან სიფრთხილე გმართებთ, დიდია ფინანსური ზარალის და უაზრო ხარჯების ალბათობა. საქმიან პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა ადვილი არ იქნება, ეცადეთ იყოთ თავშეკავებული, არ აურიოთ სამუშაო და პირადი საკითხები.