კვირა, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 14:47-ზე, მთვარე ვერძში გადაბრძანდება 05:06-ზე
ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება.
რეკომენდებულია: იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ.
არ არის რეკომენდებული: ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე.
ჯანმრთელობა: ხერხემალი აქტიურია.
კვება: დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოგზაურობა: თუ გრძნობთ, რომ ენერგიით ხართ გადატვირთული, მაშინ თავისუფლად წადით სამოგზაუროდ, ლაშქრობაში.
ურთიერთობები: დღე ხელსაყრელად დასაოჯახებლად. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
დღის მინერალები: ცეცხლოვანი ოპალი, ჰემატიტი, კარნელიანი.
მთვარე ვერძშია
მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. დალიეთ მეტი წყალი. მიირთვით ნაკლები შოკოლადი, ყავა და შაქარი. არ არის მიზანშეწონილი ხელშეკრულებების გაფორმება, ხელშეკრულებების დადება ან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება.
აქტიური ორგანოებია: თავი, თვალები, ტვინი, გრძნობის ორგანოები.
კვება: ცილები და ხილი კარგად შეიწოვება.
საოჯახო საქმეები: გალესეთ დანები და მაკრატლები, შეცვალეთ ნათურები, შეაკეთეთ მექანიკური მოწყობილობები. სასარგებლოა შენობის ვენტილაცია. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია. ასევე ხელსაყრელია პურის და ღვეზლების გამოცხობა.
კოსმეტიკური პროცედურები: უმჯობესია თავი შეიკავოთ თმის შეჭრისა და შეღებვისგან. სახის ნიღაბი გაიკეთეთ ნატურალური პროდუქტებისგან. კლებადი მთვარის დროს ხელსაყრელია თმის მოცილება და სახის წმენდა.