ნოემბერი ძველრომაული კალენდრით მეცხრე, ხოლო გრეგორიანული კალენდრით მეთერთმეტე თვეა. სახელწოდებაც მისი სწორედ ცხრიანს უკავშირდება. (ლათ. novem – ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის – ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახელწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.
როგორია 30 ნოემბერს დაბადებული ადამიანი
30 ნოემბერს დაბადებული ადამიანები, ბუნებით მაქსიმალისტები, წინდახედულები და პრინციპულები არიან. მათ ყველა ნაბიჯი ცხოვრებაში, როგორც წესი, წინასწარ გათვლილი და გაანგარიშებული აქვთ. ამიტომ ამ ხალხს იშვიათად ემართება რაიმე სახის უსიამოვნო ლაფსუსები. თუმცა, თვისება, ყველას მაგივრად ერთპიროვნულად მიიღონ გადაწყვეტილება, ხშირად უჩენს ამ ადამიანებს მტრებს საზოგადოებაში.