ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 18:53-ზე, მთვარე კირჩხიბშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან.
ვერძი
შეასრულეთ თქვენი დაპირებები ან ვალდებულებები და თავს უფრო თავისუფლად იგრძნობთ. სასარგებლოა თქვენი გეგმების ან იდეების შესახებ საუბარი და მათი კოლეგებისთვის გაზიარება. მაშინ ვინმე გავლენიანს შეუძლია მხარი დაუჭიროს თქვენს პროექტს და შემოგთავაზოთ მომგებიანი თანამშრომლობა.
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ თვალყური ადევნოთ რა ხდება თქვენ გარშემო და მოუსმინოთ საუბრებს. ამ გზით თქვენ არ გამოტოვებთ კარგ შესაძლებლობებს და შეგიძლიათ ჩაერიოთ, თუ რამე არასწორად მოხდება. კოლეგებთან და მეგობრებთან აქტიური კომუნიკაცია ხელს შეუწყობს განწყობის ამაღლებას. არ დაივიწყოთ პირადი საქმეები, საღამო გაატარეთ ოჯახთან ერთად.
ტყუპი
გაგიადვილდებათ თქვენი დღის გეგმის განხორციელება, თუ დაფიქრდებით მის ყველა დეტალზე და არ დაივიწყებთ სარეზერვო ვარიანტს. შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი ამბები. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის: გააოცეთ თქვენი საყვარელი ადამიანი.
კირჩხიბი
მოსალოდნელია დატვირთული და ემოციურად დაძაბული დღე. შეეცადეთ დარჩეთ მშვიდი და აკონტროლოთ რა ხდება თქვენ გარშემო. შესაძლოა, მიიღოთ მომგებიანი შეთავაზება, რომელსაც აუცილებლად უნდა დათანხმდეთ: ფინანსური სარგებლის გარდა, მიიღებთ საჭირო გამოცდილებასაც.
ლომი
არ დაეთანხმოთ იმას, რაც ეწინააღმდეგება თქვენს შეხედულებებს ან ინტერესებს. დიპლომატიურად დაამტკიცე რომ მართალი ხარ. ფინანსური შემოსავალი გაგიუმჯობესდებათ. არ თქვათ უარი საინტერესო იდეების განხორციელებაზე, მიიღეთ საჭირო ინფორმაცია.
ქალწული
დღევანდელი პრობლემების გადაჭრა ჩვეულებრივი მეთოდებით გაგიჭირდებათ. იყავით კრეატიული, აქტიური. გამოდით კომფორტის ზონიდან. ამ გზით მიაღწევთ კარიერულ ზრდას და წინსვლის დიდ შესაძლებლობებს. დღეს შეგიძლიათ რისკებზე წასვლა და ექსპერიმენტები.
სასწორი
გადაწყვეტილების მიღებისას მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, შემდეგ შეძლებთ თავიდან აიცილოთ სერიოზული შეცდომები. დღეს შეიცვლება თქვენი პოზიცია ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, შეიცვლით აზრს და იმოქმედებთ ახლებურად. პირად ურთიერთობებში აიღეთ ინიციატივა და ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე.
მორიელი
თქვენ გაქვთ დიდი ძალა და ენერგიის მაღალი დონე, რაც საშუალებას მოგცემთ აიღოთ ურთულესი ამოცანები და ერთდროულად გაუმკლავდეთ რამდენიმე საკითხს. არსებობს მნიშვნელოვანი ან მოულოდნელი ამბების მიღების შესაძლებლობა, რომელიც გაიძულებთ შეცვალოთ გეგმები. არ მოუსმინოთ სხვის რჩევებს.
მშვილდოსანი
გირჩევთ, დაასრულოთ დაწყებული საქმე და შეასრულოთ ვალდებულებები. ცვლილებები მალე მოვა თქვენს ცხოვრებაში და უნდა დაიწყოთ მათთვის მომზადება. საქმიანი მოლაპარაკებები კარგად წარიმართება: ოპონენტები მოუსმენენ თქვენს არგუმენტებს და მხარს დაუჭერენ თქვენს იდეებს.
თხის რქა
თქვენი გეგმების განსახორციელებლად, ახლობლებისა და კოლეგების დახმარება დაგჭირდებათ. მეტი კომუნიკაცია გქონდეთ ავტორიტეტულ ადამიანებთან, ისაუბრეთ თქვენს იდეებზე. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, არ ჩაერთოთ კამათში და არ ინერვიულოთ, თუ საქმეები გეგმის მიხედვით არ მიდის. იყავით მომთმენი.
მერწყული
ეცადეთ, მეტი ურთიერთობა გქონდეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც მოგცემენ ღირებულ რჩევებს. მათი დახმარებით შეგიძლიათ წინ წახვიდეთ ზოგიერთ მნიშვნელოვან საქმეში. დღეს გაქვთ ენერგიის მაღალი დონე და შეგიძლიათ გაუმკლავდეთ დიდ სამუშაოს და გადაჭრათ რთული საკითხები.
თევზები
წარმატებული და ნაყოფიერი დღე გელით. გაუადვილდებათ სხვებთან მოლაპარაკება, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. გაატარეთ თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად. კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად, ახალი ტანსაცმლის შესაძენად, თმის შესალამაზებლად.