კურო
ურთიერთობებში მაქსიმალური მოთმენა გმართებთ. არ გაართულოთ სიტუაცია. კარგია თუ ცოტა ხნით განმარტოვდებით. მუშაობისას აჩქარებით საქმეები არ გააფუჭოთ. საღამოს ისეთ ინფორმაციას მიიღებთ, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ.
ტყუპი
მოვლენების ცენტრში ხართ. ცვლილებების, ინფორმაციების მიღებისა და მოძრაობის დღე გაქვთ. სანამ რაიმეს იტყოდეთ, გააკეთებდეთ, კარგად დაფიქრდით, ემოციების მოსათოკად ათამდე დაითვალეთ.
კირჩხიბი
ნუ ჩაერევით სხვათა საქმეებში, ნუ წამოწყებთ ახალ საქმეებს. მეტად დაისვენეთ, მიხედეთ ჯანმრთელობას. იფიქრეთ, რისი მიღწევა გსურთ მომავალში, ჩამოწერეთ რა გჭირდებათ, შეაგროვეთ ინფორმაციები.
ლომი
შეიძლება ყველაფერი ისე არაა, როგორც გსურდათ, მაგრამ თქვენ მაქსიმუმი უნდა გააკეთოთ ყველაფრის გამოსასწორებლად. არ გადადოთ საქმეების მოგვარება. ძალიან ბევრი რამ თქვენს აქტივობაზეა დამოკიდებული.
ქალწული
კარგი დღეა კონტაქტებისთვის; დამატებითი სამუშაოს შესრულებისთვის. თუ ვინმესთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, გამოასწორეთ სიტუაცია. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე დაისადგურებს, თუ კრიტიკული და მომთხოვნი არ იქნებით.
სასწორი
კარგი დღეა სამემკვიდრეო საკითხების მოსაგვარებლად. ნათესავებისგან მატერიალური დახმარების მისაღებადე. არ ჩაერიოთ ინტრიგაში, დაქორწინებულებმა თავი შეიკავეთ ფლირტისგან, დაუშვებელია ღალატი.
მორიელი
დასვენების ნაცვლად მუშაობა მოგიწევთ, თანაც სხვების ნაცვლადაც. რთული დღეა იმ თვალსაზრისით, რომ გარშემო ყველა თქვენგან ითხოვს დახმარებასა და ყურადღებას. ბევრი ახალი იდეით მოგმართავთ.
მშვილდოსანი
კარგი დღეა საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად. უცხოეთში მყოფ ნათესავებთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. ის საქმეები აკეთეთ, რაც თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.
თხის რქა
დღეს მხოლოდ მნიშვნელოვანი და საჭირო საქმეები შეასრულეთ. შეიძლება ახალ საქმიანობაში, გასართობში ჩაებათ. დარჩით რომანტიკულ განწყობაზე ეს კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს.
მერწყული
ის, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღეს გაირკვევა. შეიძლება მოულოდნელად საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. ან მოულოდნელად შეხვდეთ ადამიანს, რომელიც რაღაცას გაცნობებთ. ყურადღებით იყავით და აანალიზეთ სიტუაცია.
თევზები
მუშაობისას არ აჩქარდეთ. კარგი დღეას შემოქმედებითი პროექტებისთვის, გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის. არჩევანის გაკეთებისას არ დააზარალოთ საკუთარი თავი. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს.