კურო
მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ. აკონტროლეთ კვება. უპირატესობა მიანიჭეთ ხილსა და ბოსტნეულს.
ტყუპი
თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ ან ხვდებით, რომ ცივდებით, ეს დღე შინ გაატარეთ. აგრეთვე, გაუფრთხილდით კუჭს.
კირჩხიბი
აკონტროლეთ იმ საკვების ხარისხი, რომელსაც თავად ჭამთ ან შვილებს აჭმევთ. აქცენტი ხარისხზე და არა რაოდენობაზე უნდა გააკეთოთ.
ლომი
მოერიდეთ კამათსა და ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან. მათ მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული და მომთხოვნი.
ქალწული
ფორტუნა გწყალობთ და ახლობლების დახმარებით ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. მეტი ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს.
სასწორი
ნუ ეცდებით ახალი საქმეების დაწყებას. მაქსიმალურად მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს; ჭეშმარიტებას მაინც ვერ მიაღწევთ.
მორიელი
კარგი დღეა ურთიერთობების აღსადგენად მეგობრებთან და ნათესავებთან. მამაკაცებს მეტი მზრუნველობა მართებთ მანდილოსანი ნათესავებისადმი.
მშვილდოსანი
კარგი დღეა მგზავრობისა და შეხვედრებისთვის. ზოგიერთს სტუმრების მიღება, გამასპინძლება მოუწევს.
თხის რქა
მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. ამიტომ, მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან და საყვარელ ადამიანთან; აგრეთვე – ფიზიკურ დატვირთვას.
მერწყული
ემოციების ან სხვათა გავლენის გამო ნუ მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის გამოსწორებაც მომავალში გაგიჭირდებათ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, შვილებს.
თევზები
კარგი დღეა გაწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად. გააუმჯობესეთ პირადი და საქმიანი კავშირები.