კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 15:11-ზე, მთვარე თხის რქაშია
მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის, სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისთვის. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
ვერძი: მეგობრებთან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, გადაიღეთ საშემოდგომო ფოტოები. გამოგიჩნდებათ ახალი სასიყვარულო პარტნიორი.
კურო: დღევანდელი დღე დაუთმეთ ურთიერთობის გაუმჯობესებას საყვარელ ადამიანთან. იყავით მზრუნველი და რომანტიკული.
ტყუპი: იყავით დაკვირვებული სწავლისას. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ ინტერნეტით.
კირჩხიბი: დაიწყებთ ახალ შემოქმედებით იდეების განხორციელება, რაც წარმატებას, მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებს და პოპულარობას მოგიტანთ.
ლომი: მეტად იზრუნეთ ბინის მოლამაზებაზე. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, იზრუნეთ მათზე.
ქალწული: კარგი დღეა ავტომობილთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. ზოგიერთი გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში, მოგინდებათ ბლოგის წერა.
სასწორი: სეირნობის, მაღაზიაში სიარულის დღეა. შეიძინეთ ახალი ნივთები საკუთარი თავისთვის, საყვარელი ადამიანისთვის.
მორიელი: შეიძლება გამოგიჩნდეთ ახალი პარტნიორი, გააფორმოთ ახალი ხელშეკრულებები. პარტნიორებისგან გაიგებთ იმას, რასაც აქამდე გიმალავდნენ.
მშვილდოსანი: კარგი დღეა ქველმოქმედებისთვის, წმინდა ადგილების მოსანახულებლად. დაგაინტერესებთ მისტიკური და საიდუმლო ისტორიები.
თხის რქა: გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში, მოგინდებათ ახალ ჯგუფში გაწევრიანება ან თავად შექმნით ასეთს, სადაც საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს გააერთიანებთ.
მერწყული: საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში, მიზნების განხორციელებაში. მარტოხელებს შეიძლება ასაკით უფროსი ადამიანი შეგიყვარდეთ.
თევზები: გამოგიჩნდებიან უცხოელი საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორები, ზოგიერთმა შეიძლება გაიგოთ, რომ შვილიშვილი გეყოლებათ.