კურო
გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა, შეიძლება ან მაღალანაზღაურებადი სამსახური შემოგთავაზონ, ან საინტერესო და სარფიანი საქმიანობა.
ტყუპი
თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული არ ხართ, გარშემო მყოფებთან ნუ იკამათებთ. პირიქით, ეცადეთ გააუმჯობესოთ მათთან ურთიერთობა.
კირჩხიბი
რთული დღე გელით იმ თვალსაზრისით, რომ გარშემო მყოფების წუწუნის, არაფრისმომცემი საუბრების მოსმენა მოგიწევთ. აგრეთვე ნურავის ენდობით, მოსალოდნელია ტყუილი დაპირებები.
ლომი
ხალისიანი და ენერგიული ხართ და დღეს განწყობას ვერავინ და ვერაფერი გაგიფუჭებთ. კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და პირადი საკითხების მოსაგვრებლად.
ქალწული
დღეს გარშემო მყოფების საქმეებისა და პრობლემების მოგვარებაც თქვენ მოგიწევთ. სამსახურში გამოგიჩნდებათ ახალი პერსპექტივები.
სასწორი
საქმიანი შეხვედრები არაფორმალურ, მეგობრულ სიტუაციებში გამართეთ, ასე უფრო კარგ შედეგს მიაღწევთ. აგრეთვე, მოსალოდნელია საუბრები საინტერესო ადამიანებთან.
მორიელი
დღეს გარშემო მყოფების მრჩეველი და კრიტიკოსი იქნებით. ეცადეთ, ან ტონი შეარბილოთ, ან იუმორით განმუხტოთ რთული სიტუაცია.
მშვილდოსანი
არ გაგიკვირდეთ თუ დღეს მიმდევრები გამოგიჩნდებიან. გარშემო მყოფებიც თქვენსავით შეიმოსებიან, ლაპარაკისა და მიხვრა-მოხვრის თქვენეულ მანერასაც გადაიღებენ. ამიტომ, რთული მისია გეკისრებათ, ყველაფერში საუკეთესო უნდა იყოთ.
თხის რქა
დღეს ენერგიული და საუკეთესო თანამშრომელი იქნებით. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ უამრავი გეგმის ერთ დღეში განხორციელება მოგინდებათ, ამისთვის კი არც დრო გეყოფათ და არც სახსრები.
მერწყული
დღეს გარშემო მყოფების დამკვალიანებელი, იქნებით. გამორიცხული არაა, გიდის, ექსკურსიამძღოლის როლიც შეითავსოთ. ან ნათესავების დახვედრა-გაცილებამ მოგიწიოთ.
თევზები
სულ ცოტა მოთმინება და ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და არც საჭირო ინფორმაციის მოპოვება გაგიჭირდებათ.