30 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

30 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების და სამომავლო გეგმების სია. ნაკლები დრო გაატარეთ ვირტუალურ სამყაროში. რეალში შეეხმიანეთ მეგობრებსა და საყვარელ ადამიანს. საღამო ოჯახში, შინაურულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი

საინტერესო შეხვედრების დღეა. როგორც საქმიან პარტნიორებთან ასევე მეგობრებთან და შეყვარებულთან. იყავით მეგობრული გარშემო მყოფების მიმართ. საყვარელი ადამიანი კი თბილი სიტყვებითა და რომანტიკული საჩუქრებით გაანებივრეთ.

კირჩხიბი

ახალ გეგმებს წარმატებულად განახორციელებთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის, როგორც პროდუქტების, ასევე დეკორატიული ნივთების, რაც თქვენს სახლს მეტ სიმყუდროვეს მიანიჭებს. საღამოს გათავისუფლდით საქმეებისგან და დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ლომი

თუ სიზარმაცეს დაძლევთ, ყველა დაგეგმილ საქმეს ადვილად განახორციელებთ. სამსახურის შემდეგ შეხვდით მეგობრებს, დაგეგმეთ უახლოესი უქმეები. ოჯახის წევრებისთვის კი ტკბილეული შეიძინეთ და პატარა დღესასწაული მოუწყვეთ.

ქალწული

დილიდან ოპტიმიზმით აღივსეთ. გაიაზრეთ რა გსურთ სინამდვილეში და იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად. კარგი დღეა უცხო ენის შესასწავლად, გასაღრმავებლად. საღამოს შეეხმიანეთ ნათესავებს, მშობლებს.

სასწორი

დღის პირველ ნახევარში საოჯახო საქმეები მოაგვარეთ; კარგი დღეა ავეჯის, ელექტრონივთების შესაძენად. აგრეთვე, ახლობლებისთვის - საჩუქრებისთვის. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

მორიელი

დროულად მოაგვარეთ სამსახურის საქმეები, რათა თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. დღეს მოსალოდნელია მოულოდნელი შეხვედრა დიდი ხნის უნახავ მეგობართან.

მშვილდოსანი

სასიამოვნო სიურპრიზები გელით დილიდანვე. სატელეფონო ზარი განწყობას გაგიუმჯობესებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან.

თხის რქა

ყველა საქმეს ერთდროულად ნუ წამოიწყებთ. ჯერ მნიშვნელოვანები შეასრულეთ. საღამოს ნაკლები დრო გაატარეთ სოციალურ ქსელში და მეტი ნათესავებთან ერთად.

მერწყული

საინტერესო და გასართობი საქმიანობა გელით. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამოს ელიტურ წვეულებას არ გამოაკლდეთ.

თევზები

კარგი დღეა მხიარულებისა და დღესასწაულისთვის. დატკბით ცხოვრებით და მეგობრებსაც გაუხალისეთ ცხოვრება. საღამო შვილებთან ერთად ბუნებაში გაატარეთ. ითამაშეთ მათთან ერთად, რათა დადებითი ენერგიით აივსოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით